ჟურნალი „სჯანი“ არის საქართველოში გამომავალი ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში.
ჟურნალ „სჯანში“ იბეჭდება ნაშრომები, რომლებიც მოიცავს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისათვის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, მნიშვნელოვან გამოკვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს.
- 2008 წლიდან ჟურნალი განთავსებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე (http://www.ceeol.com);
- 2015 წლიდან „სჯანი“ შესულია VABB-SHW-ში (სოციალური დაჰუმანიტარული მეცნიერებების ფლამანდიური აკადემიური ბიბლიოგრაფიის მონაცემთა ბაზა) (https://www.ecoom.be);
- 2017 წლიდან ჟურნალი „სჯანი“ მიღებულია ERIH PLUS-ის საერთაშორისო ბაზაში (https://dbh.nsd.uib.no).
- 2018 წლის ოქტომბრიდან ჟურნალი მიღებულია EBSCO-ს საერთაშორისო ბაზაში.
ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია; სტატიები იბეჭდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ხოლო მათი დასაბეჭდად შერჩევა ხდება ანონიმური რეფერირების წესით.
რედაქტორი
სარედაქციო კოლეგია
- თამარ ბარბაქაძე (საქართველო)
- ლევან ბრეგაძე (საქართველო)
- რუტა ბრუზგენე (ლიტვა)
- მაია ბურიმა (ლატვია)
- თეიმურაზ დოიაშვილი (საქართველო)
- მაკა ელბაქიძე (საქართველო)
- ანეტა ვერბერგერი (გერმანია)
- რაჰილია გეიბულაევა (აზერბაიჯანი)
- ირაკლი კენჭოშვილი (საქართველო)
- რუდოლფ კროიტნერი (გერმანია)
- გაგა ლომიძე (საქართველო)
- თამარ ლომიძე (საქართველო)
- ჯესიკა პრესმანი (აშშ)
- ალექსანდრე სტროევი (საფრანგეთი)
- მანფრედ შმელინგი (გერმანია)
- ბელა წიფურია (საქართველო)
- ჯერი უაითი (კანადა)
- ჯენიფერ უალესი (ინგლისი)