ლატვიის სსრ-ს დეკორატიული ხელოვნება, გზის ძიება პარტიულ აზროვნებასა და ეროვნულ აზროვნებას შორის

Main Article Content

იმანტს ლავინში

ანოტაცია

სოციალისტური რეალიზმის ძირითადი პრინციპს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მმართველი კომუნისტური პარტიის (პარტიული აზ­როვნების) მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური იდეალების რწმენა, რო­მელიც განზავებული იყო ეროვნულ ცნობიერებასა და იდეურობასთან (იდე-ო­ლოგიური შინაარსით). უკვე 1930-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირში ყოველი კულტურის მუშაკი ხელოვნების თითოეულ დისციპ­ლინაში მკაცრად უნდა მიჰყოლოდა სოციალისტური რეალიზმის მეთოდს. სოციალისტური რეალიზმის კანონი თანაბრად გამოიყენებოდა სახვითი ხელოვნებისთვის, ისევე როგორც გამოყენებითი ხელოვნებისთვის, რომლის სპეციფიკური ფუნქცია უნდა ყოფილიყო წმინდა უტილიტარული და­ნიშ­ნულება.  საბჭოთა კავშირის ეროვნულ რესპუბლიკებში დეკორატიული ხე­ლოვნება, ჩვეულებრივ, ხალხური ხელოვნების  ფორმებს ითვისებდა, 1960-იანი წლების დასაწყისიდან კი  დეკორატიული ხელოვნება აღიქმებოდა საბ­ჭოთა კულტურის განუყოფელ კომპონენტად. ამ დროისათვის  საბჭოთა კულტურის არსი უკვე ათწლეულების  ჩამოყალიბებული იყო,  ის შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული უნდა ყოფილიყო,  რაც ხაზს უს­ვამდა ეროვნული ტრადიციების მნიშვნელობას.


ამ პრინციპის განხილვა შესაძლებელი იყო სხვადასხვა, თუნდაც ძალიან განსხვავებული გზით, ამიტომ პარტიული პრინციპების ერთგულების პრობ­ლემა და ეროვნული გამორჩეულობის გამოვლენა თეორიული და პრაქ­ტიკული განხილვის ამოუწურავი თემა გახდა. კონცეპტუალური გაურკვევ­ლობა, ისევე როგორც ძალიან განსხვავებული ხედვები, შემოქმედებს, თე­ორეტიკოსებს, ასევე პარტიულ ჩინოვნიკებს შორის, არ იძლეოდა გამოყე­ნებითი ხელოვნების ერთიანი თეორიის შემუშავების საშუალებას. ზემო­აღნიშნული გაურკვევლობისა და აზრთა პლურალიზმის გამო გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენელ მხატვრებს შეეძლოთ ესარგებლათ შემოქ­მედების გარკვეული თავისუფლებით, სოციალისტური რეალიზმის კანო­ნების პირდაპირი დარღვევის გარეშე.


ნაშრომის ავტორი განიხილავს და აანალიზებს იმდროინდელ ლატ-ვიის სსრ-ში პროფესიული დეკორატიული ხელოვნების განვითარებას, ხე­ლოვნების თეორიის იდეოლოგიურ  მიმდინარეობებს და ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობას.

საკვანძო სიტყვები:
გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური ხელოვნება,, ორნამენტი, სოციალისტური რეალიზმი, იდეოლოგია
გამოქვეყნებული: Oct 18, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალისტური რეალიზმის გადააზრებისათვის