ჟურნალი „სჯანი“ არის საქართველოში გამომავალი ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში.

ჟურნალ „სჯანში“ იბეჭდება ნაშრომები, რომლებიც მოიცავს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისათვის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, მნიშვნელოვან გამოკვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს.

  • 2008 წლიდან ჟურნალი განთავსებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე (http://www.ceeol.com);
  • 2015 წლიდან „სჯანი“ შესულია VABB-SHW-ში (სოციალური დაჰუმანიტარული მეცნიერებების ფლამანდიური აკადემიური ბიბლიოგრაფიის მონაცემთა ბაზა) (https://www.ecoom.be);
  • 2017 წლიდან ჟურნალი „სჯანი“ მიღებულია ERIH PLUS-ის საერთაშორისო ბაზაში (https://dbh.nsd.uib.no).
  • 2018 წლის ოქტომბრიდან ჟურნალი მიღებულია EBSCO-ს საერთაშორისო ბაზაში.
  • 2023 წლიდან ჟურნალს მიენიჭა DOI.

ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია; სტატიები იბეჭდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ხოლო მათი დასაბეჭდად შერჩევა ხდება ანონიმური რეფერირების წესით.

 

                                                                                                                   ჟურნალს გამოსცემს:

                                                                          კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

                                                                   თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

                                                    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და თეორიული                                                                                                                                            ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტი.