აფა-ს სამეცნიერო პუბლიკაციების სტილი

                                            Apa Style of Academic Publications

 

  1. სათაური ქართულად;
  2. სათაური ინგლისურად;
  3. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
  4. ავტორის სახელი და გვარი ინგლისურად;
  5. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
  6. ორგანიზაციის დასახელება ინგლისურად;
  7. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
  8. ფაკულტეტის დასახელება ინგლისურად;
  9. ვრცელი აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე – არანაკლებ 400 სიტყვისა;
  10. 5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  11. სტატიის ძირითადი ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word-ით) ქართულად;
  12. შრიფტი – UNICODE (Sylfaen)
  13. ფორმატი – A4
  14. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

v სათაური – 16 ზომის შრიფტით ცენტრში;

v ავტორები – 14 ზომის შრიფტით ცენტრში;

v ორგანიზაცია, მაგ., „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – 14 ზომის შრიფტით ცენტრში;

v ფაკულტეტის დასახელება – 11 ზომის შრიფტით ცენტრში;

v ვრცელი აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე – 12 ზომის შრიფტით;

v საკვანძო სიტყვები –12 ზომის შრიფტით;

  1. სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით;
  2. სტატიის ძირითადი ტექსტის მოცულობა – 5-15 გვერდი

 (ამ გვერდების რაოდენობაში არ შედის უცხოენოვანი აბსტრაქტი და ბიბლიოგრაფია);

  1. ბიბლიოგრაფია ანბანური თანმიმდევრობით: ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები;
  2. სტრიქონებს შორის მანძილი –1.15;
  3. მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ;
  4. ფურცელი არ ინომრება;
  5. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტე­რული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

 

გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:

 

  1. წიგნის/კრებულის მითითებისას:

v გამოცემის თარიღი;

v გამომცემლობა;

v სტატიის შემთხვევაში ჟურნალის (კრებულის, რომელშიც განთავსებულია სტატია) დასახელება;

v ჟურნალის (კრებულის), წიგნის, წიგნის ნაწილის, ღონის­ძიების ISSN, ISBN;

v სპონსორ(ებ)ის დასახელება, თუ კვლევა შექმნილია რომე­ლიმე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;

 

  1. ბიბლიოგრაფიული დამოწმებისას სტატიის ტექსტში დასახელებული ყველა ავტორი მიეთითება APA-ს სტილის დაცვით (ანბანის თანმიმდევრობით):

2.1. წიგნის მითითების ნიმუში:

კვაჭაძე, ლ. (1977). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი: „განათლება“

შანიძე, ა. (1953). ქართული გრამატიკის საფუძვლები, მორფო­ლოგია, I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“

 

2.2. სტატიის დამოწმების წესი ბიბლიოგრაფიაში:

2.2.1. ელექტრონული: ვებგვერდის მითითებამდე აუცილებელია ავტორის, წიგნის/სტატიის სათაურის, ჟურნალის, ჟურნალის ნომრის (# და № სიმბოლოების გარეშე), გვერდის (გვ.-ს გარეშე) გამოყოფა წერტილით, და ამის შემდეგ ვებგვერდის მისამართის მითითება; სათაურის დამაზუსტებელი ქვესათაური უნდა გამოიყოს ორწერტილით (მაგ., ხევსურულის თავისებურებანი: ტექსტებითა და ინდექსით). ავტორის გვარი უნდა იყოს მარცხნივ გაწეული, დამოწმების ყველა მომდევნო სტრიქონი – შეწეული (TAB-ღილაკით), მაგ.:

ნიკოლაიშვილი, მ. (2012). რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში? „სპეკალი“, 5.

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49

 

2.2.2. ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში კრებულში მოცემული სტატიის გვერდები მიეთითოს პირდაპირ, მძიმით გამოყოფილი ტომის ნომრის შემდეგ, დეფისით:

შარაძენიძე, თ. (1955). ენათა კლასიფიკაცია ენობრივ წრეებად ვილჰელმ შმიდტისა, იკე,VII, 1-31, თბილისი: „საქარ­თველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“

 

  1. ბიბლიოგრაფიის ინგლისურ ვერსიაში ნაშრომის სათაური მიუთითეთ ჯერ ქართული სიტყვების ტრანსლიტერაციით, უთარგმნელად, ლათინური ასოებით, რომელსაც წერტილის შემდეგ მოჰყვება კვადრატულ ფრჩხილში ჩაწერილი ინგლისურად თარგმნილი სათაური); სპეციფიკური ბგერების შემთხვევაში იხელმძღვანელეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მიღებული სტანდარტით

http://enadep.gov.ge/uploads/Guidelines_for_Latin_Transliteration_of_the_Sound_System_of_the_Georgian_Language_.pdf );

იხ. ნიმუში:

Chincharauli, A. (1960). Khevsurulis taviseburebani: tekstebita da indeksit. [Peculiarities of Khevsur: with texts and an index]. Tbilisi: press of the Georgian SSR Science Academy.

 

  1. სტატიის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) არსებობის შემთხვევაში (როგორც წესი, გამოიყენება ვებმისამართის ნაცვლად) საჭიროა ვებმისამართის პრეფიქსის (https://) მითითება: https://doi.org/საიდენტიფიკაციო ნომერი (როგორც წესი, 10-ით იწყება):

 

doi: 10.1080/02626667.2018.1560449

https://doi.org/10.1080/026667.2018.1560449

 

შიდატექსტური დამოწმების წესი:

 

  1. APA-ს სტილის ბოლო, მე-7 გამოცემის მიხედვით, კონკრეტული წყაროს შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ყოველი ელემენტი ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს წერტილით; მძიმეებს ვსვამთ ელემენტების შიდა ჩამონათვალის შემთხვევაში (მაგ.: ავტორთა გვარები, ან ავტორის გვარი, რომელსაც მოჰყვება სახელის ინიციალი); ორწერტილი გამოიყენება მონოგრაფიის/კრებულის გამოცემის ადგილისა და გამომცემლობის სახელებს შორის (და, დამაზუსტებელი, ქვესათაურის არსებობის შემთხვევაშიც);

 

  1. შიდატექსტური დამოწმება:

ციტატა:

2.1. ბრჭყალებში ჩასმული ციტატის შემდეგ ავტორი მიეთითება შემდეგი წესით: მრგვალ ფრჩხილში (ავტორის გვარი, წელი, გვ.), იხ. ნიმუში:

 „...“ (შანიძე, 1953, გვ. 35).

Effective teamd can be difficult to describe because „high performance along one domain does not translate to high performance along another“ (Ervin et al., 2018, p. 470).

 

2.2. ციტატის პერიფრაზის შემთხვევაში, რომელშიც, მსჯელობის ნაწილში, მოყვანილია ავტორის გვარი, მიეთითება მხოლოდ (წელი, გვ. 67) – მრგვალ ფრჩხილებში, ავტორის  დასახელების შემდეგ; მაგ., ა. შანიძის მიხედვით (1953, გვ. 35), ... და გაგრძელდება მსჯელობა.

 

  1. შიდატექსტურ ციტატაში ორზე მეტი ავტორის შემთხვევაში მრგვალ ფრჩხილში მიეთითება მხოლოდ პირველი ავტორი:

3.1. ქართულში: (ქალდანი და სხვ., 1978, გვ. 45)

3.2. ინგლისურში: (Kaldani et al., 1978, გვ. 45)

 

  1. 40 სიტყვაზე მეტი მოცულობის, ე.წ. „ბლოკური ციტატა“ ძირითადი ტექსტისაგან უნდა გამოიყოს აბზაცით:

 

„არც ერთს კანონმდებლობას რუსეთში ისეთი გარკვეული და ჭეშმარიტი აზრი არ ჩაჰრთვია, როგორც განსამართლების წესსა საზოგადოდ და მომრიგებელ მოსამართლობისას ცალკედ; არცერთს კანონმდებლო­ბას არ შეჰხვედრია იმისთანა კაცნი, რომელთ ცოდნადა გონებითი ძალნი ესე შესაფერად შესწვდომოდეს ამისთანა მაღალს, უაღრესს და რთულს საქმეს... კანონმდებლობა რუსეთში სხვას არც ერთს საქმეს ასე ცნობიერად, გულ­მოდგინედ და ჭეშმარიტების სიყვარულით არ შესჭიდებია. ამიტომაც განსამართლების წესი რუსეთისა საზოგადოდ უფრო მოსაწონია, ვიდრე დასაწუნი, და ამაზედ უფრო მოსაწონია მომრიგებელ მოსამართლის დაწყობილებაა, გარდა ზოგიერთი ნაკლისა, რომელიც შეჰყოლია წესს სხვადასხვა გარემოებების გამო. ეს სიკეთე... აღიარებულია რუსეთის უკეთესთა კაცთაგან და ევროპიელ მეცნიერ­თაგანაც“ (ჭავჭავაძე, 1987ბ, გვ. 355).

სტატიაში გამოყენებული ციტატები დახარეთ. 

ციტირების წესები სრულად იხ. APA-ს სტილის ბოლო გამოცემის ოფიციალურ (განახლებულ) ვებგვერდზე: https://apastyle.apa.org/