„ვეფხისტყაოსანის“ სათაურის თარგმანი უცხო ენებზე 1937 წლამდე და მის შემდეგ; კულტურა 2-ის თუ სოციალისტური რეალიზმის მარკერი?

Main Article Content

იორდან ლუცკანოვი

ანოტაცია

სტატია ეფუძნება გონივრულ ვარაუდს, რომ მთარგმნელობითი გადაწყ­ვეტილებები შეიძლება განპირობებული იყოს ენობრივი სემანტიკისგან (ლექსიკური, მორფო-სინტაქსური, თემატურ-რემატული) განსხვავებული მოსაზრებებით; იგივე შეიძლება ითქვას სათაურზე, რომელსაც ტექსტის გასაგებად პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. სტატიის ავტორის აზრით, სათაურის თარგმანის ცვალებადობაში აისახება ესთეტიკური, იდეო­ლოგიური და უფრო ფართო კულტურული ცვლილებები და კონკრეტული „მთარგმნოლოლოგიური“ (ლინგვისტური, პოეტოლოგიური) არგუმენტები  სათაურის თარგმანის გადაწყვეტილების მიღებისას მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.


 სტატიაში შემოთავაზებულია „ვეფხისტყაოსნის“ სათაურის თარგმა­ნები 1820-2010 წლებში, ყველა ძირითად ევროპულ, ასევე რუსულ და რამ­დენიმე სხვა ენაზეც. ავტორი განასხვავებს  ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ენაზე თარგმანის მიმართ მიზანმიმართულად მოქმედ იდეო­ლოგიური მნიშვნელობის ტენდენციებსა და  ძირითად პროცესებს;  პიერ ბურდიეს კულტურული წარმოების ველის სულისკვეთებით ადგენს  არსე­ბული თარგმანების  ველის რუქას. წინამდებარე პროექტის შემუშავებით ხდება „პანქრონიზმის“ დიფერენცირება სინქრონული ჭრილის მქონე რუქე­ბად. ეს ფრაგმენტები, ამ სტატიაში განხორციელებულ კვლევაზე დაყრ­დნობით, ასახავს, ​​უპირველეს ყოვლისა, შემდეგ ისტორიულ ეტაპებს თარ­გმანის სფეროში: 1800-1935/1937; 1935/1937 – 1989 წწ. 1989 წ. და შემდგომ.


თვლადი განსხვავებებისა და თვალსაჩინო ცვლილებების გამოსავ­ლენად, არსებული თარგმანების სემანტიკას ავტორი ადარებს სამ ძირითად სემანტიკურ დონეზე, რომელთაგანაც თითოეული ასახავს რეალიზების სამ ვარიანტს. პირველ, სინტქასურ დონეს შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს აგენტზე, ატრიბუტზე ან მათ შორის ბალანსზე; მეორე, ლექსიკურ-სე­მანტიკურ დონეს პოტენციურად შეუძლია ბოლომდე არ დაასახელოს,  სი­ცხადე არ მიანიჭოს, არ დააზუსტოს მოქმედი პირი – მხოლოდ მიუთითოს მისი არსებობა ტექსტში სახელწოდებით „კაცი“, „ახალგაზრდა“/„რაინ­დი“/„მამაცი გული“/ „ელიტური მეომარი“ და ა.შ.; მესამე, საკუთრივ ლექსიკო-სემანტიკურ დონეზე, შესაძლებელია ვარირება ნიშან-თვისების  სამ „ჰო­რიზონტალურ“ (თანაბრად გამოკვეთილ) „მნიშვნელობას“ შორის: ვეფხვი/ თოვლის ლეოპარდი/ პანტერის ტყავი/ბეწვი/. ამ ანალიტიკური მატრიცის რეალიზაციას ავტორი ახორციელებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ემპი­რიულ მასალაში, მაქსიმალურად შემჭიდროვებულად, ტაბულა 1-ის სახით.


გარდა ამისა, სტატია გვთავაზობს შემდეგ ისტორიულ რეკონს­ტრუქციას: „ბუნებრივი“ განვითარება, რომელზეც მოწმობს 1820-1930-იანი წლების თარგმანები, ხასიათდება ატრიბუტზე ან მოქმედ პირსა და მის ატრიბუტზე ყურადღების გამახვილებით და არჩევანის გაკეთებით კატი­სებრთა ოჯახზე (მაგრამ ჯიქსა და ვეფხვს აშკარა უპირატესობა ენიჭებათ პანტერასთან შედარებით); 1937 წლის კონსტიტუციური ძალადობის სტალინურმა  აქტმა (რომელიც გამოიხატა ბალმონტის თარგმანის სათაურის ცვლილებით, მომდევნო წელს კი უორდროპის თარგმანის სათაურის ცვლილებით) თარგმანის ველი გახლიჩა (ან ხელახლა დაყო)  1937 წლის მოვლენებზე დამოკიდებულ რამდენიმე ზონად; ეს ზონები მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია 1937 წელს გაჩენილ „სიმძიმის ცენტრზე“, „წინასწარ კონ­სტიტუციურ" ინერციულ/ტრადიციულ და სიმძიმის „კონტრცენტრზე".


ამ მოქმედებამ წარმატებით მიიპყრო აგენტის ყურადღება მიაღწია მასზე ზედმეტ აქცენტირებას და ნაკლები წარმატებით შეუწყო ხელი თარგმანში „ვეფხვის“ გამოყენებას რუსულ და სხვა ენებზე. მომდევნო პა­სუხმა (მაგრამ შესაძლოა  ეს მხოლოდ საშინაო კომპრომისია,  რომელიც მისაღები გახდა დასავლეთში მისი  წარმოშობის  მოკრძალებული ადგილის წყალობით  – არა მოსკოვი, არამედ – თბილისი?) ხელი შეუწყო „პანტერას“ კატისებრთა ალტერნატივას, მაგრამ აგენტზე გადაჭარბებული აქცენტის გამო,  გაება ინტერპრეტაციულ მახეში. 1950-იან წლებიდან – 1980-იანი წლების და­საწყისამდე  სტალინური ცენტრი დაიშალა, მაგრამ  დაახლოებით  1990 წლი­დან,  როგორც ჩანს, ხელახლა აღორძინდა, ხოლო როგორც ტრადიცია, ხელახ­ლა გაცოცხლდა 2000-იანი წლებიდან. ქართულმა კულტურულმა „ისტებ­ლიშმენტმა“ ვერ შეძლო გათავისუფლება კონსტიტუციური ძალადობის სტალინური აქტის მემკვიდრეობიდან - ვერც სტალინამდელი ტრადიცი(ებ)ის აღდგენით, ვერც ახლის ჩამოყალიბებისთვის მიღწევების დაგროვებით. ის გახდა ისეთი თვითკმაყოფილების მსხვერპლი, რომელიც გაიზარდა პოსტ-სტალინურ საბჭოთა საქართველოში და რომელსაც  სტივენ ჯონსმა უწოდა „ქართული კულტურული ნაციონალიზმი“. პარადოქსია, რომ ის ცდილობს მოიპოვოს (ან მართლაც გამოიმუშაოს) სიმბოლური კაპიტალი დასავლეთში ძირითადად სტალინისტური პროდუქტით, ხოლო, ისევ პარადოქსულად, აერთიანებს თვით-აღსანიშნავ და თვითკოლონიზაციურ ზრახვებს.


1937 წლის კონსტიტუციური ძალადობის შესაძლებლობათა სემანტი­კურ პირობებზე ფოკუსირებით, სტატიის ავტორი ცდილობს გამოყოს   კულტურული ძალადობის სამი მჭიდროდ დაკავშირებული და თანმიმ­დევრული, მაგრამ განსხვავებული პარადიგმის ესთეტიკური იმპერატივები: გასაბჭოება, კულტურის მეორე თვითდაწესება და თვითდამკვიდრება; მო­დელირება სოციალისტური რეალიზმის მიხედვით. შემდეგ ავტორი ცდი­ლობს შეაფასოს „ვეფხისტყაოსანის“ სათაურის სემანტიკური დონეების ვარიანტული განხორციელებები აღნიშნული პარადიგმების სავარაუდო ეს­თეტიკური იმპერატივების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რამ­დენად ცუდად / კარგად ექცევა „ვიღაც“ / „კაცი“ / „რაინდი“ / „ვეფხვი“ / „პან­­ტერა“ და ა.შ. საბჭოთა / კულტურა ორი-ს / სოციალისტური რეალიზმის პარა­დიგმის ფარგლებში? ავტორი ამ მცდელობას  აჯამებს ცხრილებში 2.1. და 2.2.


1937 წლის კონსტიტუციური ძალადობის აქტის შესაძლებლობათა სემანტიკურ პირობებზე კონცენტრირებით, ავტორი ცდილობს გამოყოს კულ­ტურული ძალადობის სამი მჭიდროდ დაკავშირებული და თანმიმდევრული, მაგრამ განსხვავებული პარადიგმა: სოვეტიზაციია; თვითდაწესებული კულ­ტურა 2; თვითმოდელირება სოციალისტური რეალიზმის მიხედვით. შემდეგ, კი  ამ აპარადიგმების ესთეტიკურ იმპერატივთა ფონზე, ცდილობს შეაფასოს „ვეფხისტყაოსნის“ სათაურის  სემანტიკური დონეების ვარიანტები. სხვა სიტყვებით: რამდენად ცუდად/კარგად ცხოვრობს „ვიღაც“/ „კაცი“/„რაინდი“/ „ვეფხვი“/„პანტერა“ და ა.შ. საბჭოთა კავშირის/კულტურა ორი-ს/სოცრე­ალიზმის ჩარჩოში? ეს მცდელობა შეჯამებულია  ტაბულა 2.1-ისა და 2.2-ის მეშვეობით.


   სტატიაში ავტორი არ მალავს საკუთარ დამოკიდებულებას  „ვეფხის­ტყაოსნის“ სათაურის ყველაზე გავლენიანი თარგმანების მიმართ. ისინი მი­უღებლად მიაჩნია, პირველ რიგში, მორალურ/ სოციოლოგიური მიზეზით: სათაურმა  Витязь в тигровой шкуре („ჭაბუკი ვეფხის ტყავში“) აღმოსავლეთ ევროპელი ხალხების კულტურული სუვერენიტეტის ველი უჰულვებელჰყო, ხოლო The Knight in (the) Panther(‘s) Skin („რაინდი პანტერის ტყავში“) ვერ გახდა ის ალტერნატივა, რომლის მხარდაჭერაც ღირს. ავტორს ისინი მი­უღებლად მიჩნია პოეტიკური მიზეზებითაც: ორივე თარგმანი, განსაკუთ­რებით პირველი, აუბრალოებს ნაწარმოების პოეტიკას და  ახდენს მისი  ანონიმი ავტორის მსოფლმეხედველობის მოდერნიზებასა და ვესტერ­ნიზა­ციას. პირველი კიდევ უფრო მავნეა, რადგან ირიბად ემხრობა ორ, გა­მარტივებულ სამეცნიერო და მასობრივ-საზოგადოებრივ ტოპოსს და არა­ბუნებრივია რუსთაველის შუასაუკუნეების რომანისათვის: რომ ის ეპიკური პოემაა და  აღორძინების  ეპოქას  მიეკუთვნება. სტატიის ავტორი გამოყოფს მე-19 საუკუნის მთარგმნელთა რამდენიმე მარგინალურ გადაწყვეტილებას, ასევე რობერტ სტივენსონის  არჩევანს  1977 წელს, როგორც  როგორც ყველა-ზე პერსპექტიულ გზას თავის დასაღწევად მთარგმნელობითი ჩიხიდან, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს და რომელიც, სტატიის ავტორის აზრით, რომანის ევროპეიზაციას უშლის ხელს, ხდის მას ძნელად გასაგებს  ევროპელი მკითხველისათვის  (სხვა სიტყვებით,  ეს მკითხველები, ალბათ, ვერ გაიგე-ბენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“, იმისათვის, რომ აღიარებული იქნას, აუცილე­ბელი არ არის ჩაეწეროს ევროპაცენტრისტულ მაკროისტორიულ ტელე­ოლო­გიაში, არც ლიბერალირ-პროგრესულში, არც სტალინისტურში, არც საქვეყ­ნოდ ცნობილ მულტიკულტურულობაში).


დაბოლოს, სტატიის ავტორი ნაწილობრივ აღიარებს პოსტ-სტალინური „ქართული კულტურული ნაციონალიზმის“ გავლენას და მის გაგრძელებას 1990-იანი წლების შემდეგ „ვეფისტყაოსანის“ საერთაშორისოდ გავრცელე-ბაზე და კითხულობს, რატომ იყო ის საკმარისად წარმატებული, რათა აგრძელებდეს პოპულარიზაციას  ორი დომინანტური თარგმანისა, შფოთვის ან დისკომფორტის თვალსაჩინო გამოხატვის გარეშე.

საკვანძო სიტყვები:
„ვეფხისტყაოსანი“, თარგმანი, სტალინური, პოსტსტალინური და პოსტსაბჭოთა ეპოქა
გამოქვეყნებული: Oct 18, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალისტური რეალიზმის გადააზრებისათვის