როდესად ლიტერატურული სივრცე ემიჯნება ფიზიკურ გეოგრაფიას: აქსიონოვისა და მორჩილაძის მიერ შავი ზღვის დაკარგული კუნძულების ჩანაცვლება
Main Article Content
ანოტაცია
მაშინ, როდესაც მრავალრიცხოვანი კუნძულები ხმელთაშუა ზღვის გარშემო არსებული მიწების დამაკავშირებელ გზებად გამოიყენებოდა, კუნძულების არაარსებობა ისედაც მრისხანე, არასტუმართმოყვარე შავ ზღვაში სერიოზულ დაბრკოლებად იქცა. შავ ზღვაში ძალიან ცოტაა კუნძული და კიდევ უფრო ცოტა – დასახლებული.
თუმცა, ეს ჩვენთვის კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც შეუძლიათ ითამაშონ ე.წ. „დაკარგულმა“
კუნძულებმა, თუნდაც, ლიტერატურულ, გამოგონილ და არა გეოგრაფიულ სივრცეში.
სტატიაში გაანალიზებულია ორი ნოვატორული რომანი, რომლებიც ერთგვარ გამოწვევას უგზავნიან შავი ზღვის გეოგრაფიის ისტორიულ მემკვიდრეობას; გამოგონილი კუნძულებით ავტორები მკითხველის წარმოსახვას მიმართვენ იმ სხვა გზებისკენ, რომლითაც შესაძლოა წასულიყო ისტორია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ქმნინ იმას, რასაც ისტორიკოსები და სოციოლოგები „ალტერნატიულ ისტორიად“ ან „ისტორიულ ალტერნატივად“ ნათლავენ.
კონკრეტულად, სტატია ეხება ვასილი აქსიონოვის რომანს „კუნძული ყირიმი“ (1981, 1983) და აკი მორჩილაძის „სანტა ესპერანსას“ (2004, 2006). პირველი მკითხველს რთავს კონტრფაქტურ სავარჯიშოში, რომლის დროსაც ყირიმი იქცევა კუნძულად საბჭოთა რუსეთის სანაპიროზე, შთაგონებული კომუნისტური ჩინეთის მიერ, რომელიც შეშფოთებულია დამოუკიდებელი ტაივანით. მეორე რომანს კი უფრო დახვეწილი ფორმულირება აქვს: ყირიმის ომის შემდეგ სამი კუნძული ბრიტანული სამფლობელოებად იქცევა და გადარჩება როგორც თავშესაფარი მულტიკულტურული თანაარსებობისათვის, მიუხედავად მათი სიმყიფისა, რაც სწორედ შავ ზღვაში მდებარეობითაა განპირობებული, ეს კუნძულები იმაზე დიდ როლს თამაშობენ ისტორიის გადაკეთებაში, ვიდრე ნამდვილმა კუნძულებმა შეიძლება ითამაშონ.