Structural- Narratological Study of Modern Free Verse: Comparative Analysis of Besik Kharanauli’s and Charles Bukowski’s Poems

Main Article Content

Gubaz Letodiani

Abstract

ნაშრომი ეთმობა ვერლიბრის სტრუქტურულ-ნარატოლოგიურ კვლევას ჩარლზ ბუკოვსკისა (1920-1994 წწ.) და ბესიკ ხარანაულის (1939-...წ.) ლირიკულ ტექსტებში. ხსენებული ორი პოეტის შემოქმედების დიდი ნაწილი ჟანრობრივად ვერლიბრია.


საკვლევი თემის აქტუალურობას განაპირობებს შერჩეული ავტორების ტექსტების სტრუქტურულ-ნარატოლოგიური ანალიზი, – ამ კონკრეტული მეთოდების ჭრილში არ განხილულა ქართული ვერლიბრი.


კვლევის მიზანია თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების დახმარებით ქართველი და ამერიკელი ავტორის ლირიკული ნიმუშების გააზრება, მათი ნარატოლოგიური და სტრუქტურული მახასიათებლების გამოყოფა, მათი სპეციფიკისა და მნიშვნელობის განსაზღვრა.


შედეგად, აქცენტირებულად განიხილება ორი პოეტური ნიმუში: „A სმილე ტო რემემბერ“ და „კარტოფილის ამოღება“.


მთავარი საკვლევი კითხვებია:
• რით ხასიათდება შერჩეული ორი ლექსის სტრუქტურა, სიუჟეტი?
• როგორ აღიქმება ავტორის, ნარატორის ინსტანცია?
• როგორია დროითი პრეზენტაცია განსახილველ ტექსტებში?
• ლექსების სტრუქტურულ-ნარატიული მოდელი კავშირშია პოსტმოდერნიზმთან თუ არა?


კვლევისათვის მნიშვნელოვანი იყო შემდეგი წყაროების გამოყენება: ჟერარ ჟენეტი – „ნარატიული დისკურსი“; „ნარატიული დისკურსი
– გადახედვა“; (განმარტავს ნარატოლოგიის ძირითად ცნებებს, მათ მიმართებებს. პირველი წიგნში შესაბამისი ტერმილოგიური აპარიტით – ხანგრძლივობა, სიხშირე, წესრიგი (დროითი პრეზენტაცია), ფოკალიზაცია და სხვა – განიხილულია პრუსტის შემოქმედება, მეორე წიგნი კი უფრო კრიტიკაზე პასუხია, დაზუსტებებით, მსჯელობითა და არგუმენტებით). მონიკა ფლუდერნიკი – "შესავალი ნარატოლოგიაში" ~ (მკვლევრისთვის საჭირო დამხმარე საშუალებაა, ვინაიდან განმარტავს ზემოთ (ჟენეტისეულ და არა მხოლოდ) ხსენებულ ცნებებსა და კატეგორიებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ წინამდებარე კვლევის მიზნის შესრულებაში); პოლ რიკიორი – „დრო და თხრობა: ტომი 3“ (ოთხი წიგნისგან შედგება, რომელშიც დროისა და ნარატივის გაგების შესახებ მსჯელობას
არისტოტელეს პოეტიკიდან იწყებს. იგი განარჩევს რეალურ და ფიქციურ დროს. საკვლევ საკითხზე ფოკუსირებისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია თავი 5: მხატვრული ლიტერატურა და მისი წარმოსახვითი ვარიაციები დროზე); ლინდა ჰაჩეონი "პოსტმოდერნიზმის პოეტიკა" ~ (ნაშრომი წარმოადგენს პოსტმოდერნიზმს როგორც კულტურულ მოვლენას, ეყრდნობა მრავალი ავტორის მოსაზრებებს (ბარტი, ფუკო, კალვინო, ბოდრიარი და სხვა) და აკუმულირებულად გადმოსცემს პოსტმოდერნული პოეტიკის ძირითად ასპექტებს); ავტორთა ჯგუფი – „თერია პოეზიაში ახალი მიდგომა ლირიკაში“ ერთგვარი მცდელობაა ლექსის ნარატოლოგიის მეთოდით კვლევა. რედაქტირებულია ევა მიულერზეტელმანისა და მარგარეტ რუბიკის მიერ (შეიცავს თანამედროვე ავტორების სხვადასხვა ნაშრომებს, როგორებიცაა მონიკა ფლუდერნიკი, ევა მიულერ-ზეტელმანი, ვერნერ ვოლფი, პიტერ ჰუნი და სხვ.)


დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ რომ ორივე ლექსი წარმოადგენს ბავშვობის მოგონებას ჰომოდიეგეტური თხრობის საშუალებით. ორივეგან ნარატორი არის განმცდელი მეც. სიუჟეტი ბუკოვსკისთან უფრო ჩარჩოს პრინციპითაა აგებული, რაც ნაკლებად ვლინდება ხარანაულის ლექსში. სიუჟეტს ორივე ტექსტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლირიკულ ჟანრი მას ნაკლებად ავლენს. ბუკოვსკის ტექსტში დრო ელიფსურია, თუმცა თანმიმდევრულად ვითარდება მოვლენები, დაახლოებით იგივე ხდება მეორე ლექსშიც, მაგრამ გრამატიკული დროის გადანაცვლება ფიქსირდება, თხრობა მაინც არალიენალურია.


ორივე პოემის დისკურსს განსაზღვრავს ამბის გარეშე გამოთქმული წინადადება. პირველ შემთხვევაში ესაა ბედნიერების შეუძლებლობა, მეორე შემთხვევაში კი ცხოვრების სირთულე. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში აღნიშნულია (ბუკოვსის ლექსის ანალიზში) პარადოქსულობა, ის სულაც არაა პოსტმოდერნიზმთან კავშირში. საერთოდ, არცერთ ლექსში არ ვლინდება რაიმე მკვეთრი ნიშანი პოსტმოდერნიზმისა (არ ჩანს დისტანციური ნარაცია, ირონიზება და ა.შ.), რაც არ უნდა იყოს გასაკვირი ტექსტების ბუნებიდან გამომდინარე – ორივე წარმოადგენს განმცდელი პერსონას ბავშვობისდროინდელ სენტიმენტალურ ამბავს.


კვლევის მიზანი შესრულებულია, რამდენადაც პოეტურ ტექსტების ანალიზი შესაძლებელი გახდა ნარატოლოგიის მეთოდის დახმარებით. გამოვლინდა: ლექსების სტრუქტურა, სიუჟეტი; განმცდელი ნარატორი, ინსტანცია; როგორ ხდება დროის პრეზენტაცია ტექსტებში.

Keywords:
პოეზია, ვერლიბრი, ნარატოლოგია, სტრუქტურა, დროითი პერსპექტივა
Published: May 29, 2023

Article Details

Section
Debut