მედია-ხელოვნება და "ჩაცმადი" ტექნოლოგია: მედიისა და ხელოვნების გადააზრება პოსტ-მედიატურ ფორმებში

Main Article Content

სოოჯინ ქვონი

ანოტაცია

როდესაც მარშალმა მაკლუინმა თქვა: „ტანსაცმელი, [არის] კანის გაფართოება…“, ტექნოლოგიები უკვე სცდებოდა ადამიანური წარმოსახვის საზღვრებს. ჩვენ გვაიძულეს ტექნოლოგიების ერთგვარი ეჭვით მიღება; როგორ ჩავწეროთ ტრადიციები ხელოვნების პოსტ-მოდერნისტულ მოსახვევში?


სტატიაში განხილულია ფრიდრიხ კიტლერის „ვიზუალური მედიების“ როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მედიაციურ საზოგადოებაში, სადაც ვიზუალური ხელოვნების ინტერ-ტრანსმედიალური მედიუმები შემოქმედებით მეთოდებს წარმოადგენენ. ასევე, შესწავლილია, თუ როგორ ვლინდება პერფორმაციული მოტივები თანამედროვე ხელოვნებაში და "ჩაცმადი"~ ტექნოლოგიები პერფორმანსებში. მედია-ინსტალაციებისა და პერფორმანსების შემოქმედი „ბილ შენონი“ იკვლევს ვიდეოინსტალაციებს, რომლებიც ტექნოლოგიების საშუალებით, ორიენტირებულია სხეულზე, რათა პრაქტიკაში გამოავლინონ „კანის გამაფართოებელი“ მოძრაობა, როგორც თავის დროზე მაკლუინი აცხადებდა. ამ ანალიზის ორი უმთავრესი მიმართულებაა, თუ როგორ ვითარდებოდნენ მედიები ადრეული კინოს ეპოქიდან თანამედროვეობამდე, როგორც ხელოვნების სახეები და როგორ იცვლებოდა ტექნოლოგია, პოსტმოდერნისტულ ძვრებთან ერთად, კულტურულ ფორმებში. სტატიის ავტორი შეეცადა აეხსნა ეს ორი ასპექტი ბილ შენონის, იონგჰუი კიმის, კიენ კიმის და იკეჩუი ჰიროტოს `ჩაცმადი~ მედიის ხელოვნების მეშვეობით; ასევე, განეხილათ შესაძლო თვალსაზრისები იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ციფრული მედია `ჩაცმადი~ ტექნოლოგიების მიმართ ახალ მიდგომებს, მედიისა და აპარატურის "ჩაცმადი"~ მოწყობილობების ტრადიციულ ხელოვნების კონცეფციებზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები:
ვიზუალური მედია, ტექნოლოგიები, მედია-ინსტალაცია, პერფორმანსი
გამოქვეყნებული: May 29, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ლიტერატურა და თანამედროვე ტექნოლოგიები