გლობალური ჭირი, ლოკალური ტკივილი: ურვა კოვიდის ტრაგედიაზე
Main Article Content
ანოტაცია
კოვიდ 19-ის პანდემიამ რადიკალურად შეგვიცვალა წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც გლობალურ, ისე ნაციონალურ თუ ადგილობრივი დონეზე. ჩვენ ვნახეთ ინფექციის ყოვლისმომცველი მასშტაბი, ეროვნული ლოქდაუნები და ვაქცინების გავრცელება, რომელთა დოზების მისაღებად სახელმწიფოები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, გახსნილი საზღვრები კი ხელახლა ჩაიკეტა. ცხარე დებატებმა, ადგილობრივ დონეზე, ნიღბების ტარების აუცილებლობის შესახებ, წამოჭრა საკითხი: რაზე ვფიქრობთ ჩვენ, ინდივიდუალურ თავისუფლებაზე თუ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე? კოვიდმა გავლენა მოახდინა ადამიანურ ურთიერთობებსა და გლოვის რიტუალზეც.
რა წარმოდგენა გაგვიჩნდა პანდემიის შესახებ ამ გამოცდილების შედეგად? როგორი იყო ლიტერატურისა და ხელოვნების რეაქცია ამ
კრიზისზე? რამდენად შეუძლია ტრადიციულ ლიტერატურას თუ სხვა სახელოვნებო რესურსებს დაგვეხმარონ, გადავიაზროთ ჩვენს საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებები და აღვიქვათ საკუთარი თავი უკანასკნელი ორი წლის გან მავლობაში?
სტატიში განხილულია პანდემიის პარადოქსები: მისი გლობალური გავრცელება და იზოლირების გამომწვევი ეფექტი; ერთსა და იმავე დროს, ურთიერთსიახლოვის სურვილი და შიში; ავადმყოფობა, რომელიც არღვევს საზღვრებს და მაინც, იწვევს მოგზაურობების შეზღუდვას.