სოციალისტური რეალიზმის კანონის უკანა მხარე: უკრაინული ლიტერატურის გამოცდილება

Main Article Content

რომან ძიკი
ლილია შუტიაკი

ანოტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული კანონის კონცეფცია სრუ­ლიად განსხვავებული ტრადიციიდან იღებს სათავეს, ის საოცრად ორგანული აღმოჩნდა იმის აღსაწერად, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოს მექა­ნიზმების საშუალებით ჩამოყალიბდა, მათ შორის, უკრაინულ საბჭოთა ლიტერატურაში. ასეთი კანონი უკიდურესად სტრუქტური­რებულია, მაგრამ არ არის გაყინული, რადგან მან განიცადა ტრანსფორმაციები „პარ­ტიული ხაზის“ ცვლილებების მიხედვით. ამ კანონის ტოტა­ლიტარული ბუნება იმას ნიშნავდა, რომ მის გარეთ ვერაფერი იარსებებდა. ყველაფერი, რაც ამ საზღვრებს მიღმა არსებობდა, ან აკრძალული იყო ან დაგმობილი (უმე­ტესად, არა მეტაფორული, არამედ ამ სიტყვის სრულიად პირდაპირი გა­გებით). სწორედ ამას ვგულისხმობთ სოციალისტური რე­ალიზნის  კანონის მეორე მხარეში. ტოტალიტარული სახელმწიფოს დაშლამ, მთელი მისი ზედამხედ­ველობითი და სადამსჯელო მექანიზმებით, ერთი შეხედვით, თითქოს მიგვიყვანა იმ ფაქტამდე, რომ „უკანა მხარე“ ავტომატურად გადაიქცა „წინა მხარედ“. ყოველ შემთხვევაში, როგორც კვლევის ობიექტი, ის სათანადო ყურადღების ღირსია. საუბარია აკრძალული და დაუმსახურებლად მარ­გინალიზებული ავტორებისა და ტექსტების „დავიწყებიდან დაბრუნებაზე“. ჩვენ  ბოლო ოცდაათი წელია ვაკვირდებით ასეთ პროცესებს. ამავდროულად, ოდესღაც „კანონიკური“ ავტორების შემოქმედებაც რეგულარულად  განიცდის გადაახედვასა და გადააზრებას. აქცენტიც გადაინაცვლებს საპი­რისპირო მხარეს, რომელიც ადრე შეფასებული იყო როგორც გარკვეული გადახრა „ერთადერთი სწორი გზიდან“. ორივე შემთხვევაში, შეიძლება მოვიყვანოთ პოეტების პავლო ტიჩინისა და ვასილ სტუსის მაგალითები. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ უკრაინული სოციალისტური რეალიზმის  კანო­ნის გარკვეული სიცოცხლისუნარიანობა ჩვენს დრომდე, სხვადასხვა ჰიპოს­ტასებით. როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, შეუძლებელია მისი საპი­რისპირო მხარის სრულად გაგება, ამ ფენომენის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.

საკვანძო სიტყვები:
სოციალისტური რეალიზმი, ლიტერატურული კანონი, სოციალისტური რეალიზმის კანონი, უკრაინული საბჭოთა ლიტერატურა, უკრაინული ლიტერატურა
გამოქვეყნებული: Oct 18, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალისტური რეალიზმის გადააზრებისათვის