The Reverse Side of the Socialist Realist Canon: the Experience of Ukrainian Literature
Main Article Content
Abstract
მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული კანონის კონცეფცია სრულიად განსხვავებული ტრადიციიდან იღებს სათავეს, ის საოცრად ორგანული აღმოჩნდა იმის აღსაწერად, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოს მექანიზმების საშუალებით ჩამოყალიბდა, მათ შორის, უკრაინულ საბჭოთა ლიტერატურაში. ასეთი კანონი უკიდურესად სტრუქტურირებულია, მაგრამ არ არის გაყინული, რადგან მან განიცადა ტრანსფორმაციები „პარტიული ხაზის“ ცვლილებების მიხედვით. ამ კანონის ტოტალიტარული ბუნება იმას ნიშნავდა, რომ მის გარეთ ვერაფერი იარსებებდა. ყველაფერი, რაც ამ საზღვრებს მიღმა არსებობდა, ან აკრძალული იყო ან დაგმობილი (უმეტესად, არა მეტაფორული, არამედ ამ სიტყვის სრულიად პირდაპირი გაგებით). სწორედ ამას ვგულისხმობთ სოციალისტური რეალიზნის კანონის მეორე მხარეში. ტოტალიტარული სახელმწიფოს დაშლამ, მთელი მისი ზედამხედველობითი და სადამსჯელო მექანიზმებით, ერთი შეხედვით, თითქოს მიგვიყვანა იმ ფაქტამდე, რომ „უკანა მხარე“ ავტომატურად გადაიქცა „წინა მხარედ“. ყოველ შემთხვევაში, როგორც კვლევის ობიექტი, ის სათანადო ყურადღების ღირსია. საუბარია აკრძალული და დაუმსახურებლად მარგინალიზებული ავტორებისა და ტექსტების „დავიწყებიდან დაბრუნებაზე“. ჩვენ ბოლო ოცდაათი წელია ვაკვირდებით ასეთ პროცესებს. ამავდროულად, ოდესღაც „კანონიკური“ ავტორების შემოქმედებაც რეგულარულად განიცდის გადაახედვასა და გადააზრებას. აქცენტიც გადაინაცვლებს საპირისპირო მხარეს, რომელიც ადრე შეფასებული იყო როგორც გარკვეული გადახრა „ერთადერთი სწორი გზიდან“. ორივე შემთხვევაში, შეიძლება მოვიყვანოთ პოეტების პავლო ტიჩინისა და ვასილ სტუსის მაგალითები. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ უკრაინული სოციალისტური რეალიზმის კანონის გარკვეული სიცოცხლისუნარიანობა ჩვენს დრომდე, სხვადასხვა ჰიპოსტასებით. როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, შეუძლებელია მისი საპირისპირო მხარის სრულად გაგება, ამ ფენომენის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.