(შავი?) ზღვის სახე ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიაში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსები, რომლებშიც გადმოცემულია საზღვაო მოტივები. ანალიზი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: თეორიული და კულტურულ-ისტორიული.
თეორიული პერსპექტივა შთაგონებულია ანა-ტერეზა ტიმიენიეკის ფენომენოლოგიური კვლევით, მგრძნობელობის შესახებ; ბუნების ელემენტების, კერძოდ, ზღვის მგრძნობელობის ასახვა მხატვრულ ლიტერატურაში და მისი შემდგომი დიფერენცირება „სპექტაკლს“, „სიმფონიას“ და „ბუნების დრამას“ შორის (ან, უფრო დეტალურად, „დედამიწის პეიზაჟის“ ამა თუ იმ ძირითად ელემენტებს შორის, როგორიცაა ზღვა ან მთა). „სპექტაკლი“ ლირიკული გმირის ინტერესის ობიექტია; „სიმფონია“ ჩნდება მაშინ, როდესაც აღნიშნული აგენტი ხდება „სპექტაკლის“ „ინსტრუმენტი“, რომელიც აღარ არის სპექტაკლი; ბუნებრივი ელემენტისა და ლირიკული გმირის ურთიერთქმედებით კი ჩნდება „დრამა“.
კულტურულ-ისტორიული კვლევა წარმართულია ინტუიციური ვარაუდით, რომ ქართულმა კულტურულმა ელიტამ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა (ან აპირებდა შეემუშვებინა) კულტურულ-ფუძემდებლური მითი, რომელიც ორიენტირებულია კულტურათაშორის შეხვედრებზე არა მთების, არამედ – ზღვის გადაღმა. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო იმ ფონზე, რაც ქართულ ლიტერატურაში უკვე დამკვიდრებული იყო; ყველაზე ცნობილია ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებით“. ამ სიახლეს შეიძლება ვუწოდოთ „ნეოარგონავტიკის“ მითი.
იმის ნაცვლად, რომ რუსეთში მიღებული ევროპული განათლების გადამუშავებით კულტურული „ქართველობის“ მარცვალი დაინახოს და ქართველ მთიელთა ადამინური ბუნება გადააფასოს, ეს ჰიპოთეტური ახალი მითი მას ხედავს „მედეას“ უნარში, თავიდან მოიშოროს „იასონი“ ან კიდევ უკეთესი, გადააქციოს იგი „ორფეოსად“ მასთან შეხვედრის შემდეგ (და მანამდეც კი).
ზემოთხსენებული მოსაზრებების უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის წერტილია საკითხი იმაზე, მიუძღვით თუ არა წვლილი და თუ ასეა, რა დოზით ან რა სახით, საზღვაო სახეებს მითის ილოკუტიური (რაიმე მიზნით შესრულებული სამეტყველო აქტი) და პერლოკუტიური (სამეტყველო აქტი, როდესაც მსმენელმა გაიგო მთქმელის განზრახვა და სწორი რეაგირება მოახდინა მასზე) ძალის და ზოგადად, მითის არსებობაში. მკვლევარი ვარაუდობს, რომ რადგან, პირველ რიგში, `(ნეო)არგონავტიკისმითი უნდა შეიცავდეს საზღვაო სახეებს, და მეორეც, რომ მითმა უნდა მოაჯადოვოს, შესაძლოა, მისი ეს უმთავრესი ფუნქცია დალექილიყო მითის შემადგენელ ცალკეულ გამონათქვამებში. მკვლევარი თვლის, რომ ტიმენეცკის მიხედვით, გაფრინდაშვილის ლექსები, რომლებშიც გაშლილია ზღვის „დრამა“, პოტენციურად, „ნეოარგონავტიკის“ მითის წარმოქმნაში შეტანილი ყველაზე ღირებული წვლილია.
იხრება რა, ცალკეული ლექსების, როგორც ავტორის შემოქმედების მეტატექსტის შემადგენელი ნაწილების განხილვისკენ, მკვლევარი
გარკვეული დოზით იყენებს ორი თეორიის ინსტრუმენტებს: 1. ლირიკული ციკლი, როგორც დასტური პოეტური ტექსტის მიდრეკილებისა, ჩართული იყოს უფრო მსხვილ შემოქმედებით ერთეულში (ლეონ აკოფიანი) და 2. ავტოტექსტუალობა, როგორც ინტერტექსტუალობის შიდა შემოქმედებითი ვარიანტი და (თვით)გამეორების დიალექტიკა (რადოსვეტ კოლაროვი).
პირველი თეორიიდან აღებულია, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენა ზედნაშენის ურთიერთკავშირის სხვადასხვა ხარისხის შესახებ (ლირიკული ციკლის, ნაწარმოების) და, შესაბამისად, „ცენტრისა“ და „პერიფერიის“ ორგანიზებულობა ზედნაშენის შიგნით. მეორე თეორიიდან აღებულია ყოყმანის, როგორც გადადების სპეციფიკურ გაგება და, ასევე, „სამუშაოს გამაძლიერებლისა“ და „სამუშაოს ამხსნელის“ გაგება.
აღიარებს რა სათაურის მნიშვნელობას, მკითხველის სწავლების პროცესში, სტატიის ავტორი გაფრინდაშვილის ლექსებს, რომლებშიც
გვხვდება ზღვის სახეები და მოტივები, ორ ძირითად ჯგუფად ჰყოფს: სემანტიკური პოზიცია (2) და – სხვა დანარჩენი ლექსები. სხვა დროს თუ ყურადღებას ამახვილებს პირველ ჯგუფზე, ამჯერად მკვლევარი მეორე ჯგუფზე ჩერდება. მათში ის აღიარებს ორი ლექსის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომლებიც, ჯერ ერთი, თხრობისა და სახეობრივი აზროვნების დონეზე, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ „(ნეო) არგონავტიკის“ მითს და შესაბამისად, უარყოფენ კიდეც მას. მეორეს მხრივ კი, ავტორის მიზანია შეკრიბოს საზღვაო მოტივები და სახეები, რომლებიც მეტნაკლებად განცალკევებულად ვლინდება სხვა ლექსებში: „სიზმარი“ (1917), „ზღვა და ბელადი (1939), მეორე ლექსზე აქცენტის გაკეთება აუცილებელი გახდა კიდევ ერთი მიზეზით. ეს არის ლექსი ხოტბა და როგორც ჩანს, გაფრინდაშვილის ერთადერთი ლექსია, რომელშიც შეკრებილია „ზღვის“ სიმბოლოს ყველა ძირითადი სემანტიკური ასპექტი, რომლებიც გვხვდება მის შემოქმედებაში: ორმაგი უნივერსალური ელემენტის ასპექტი, რომლის მეორე ასპექტია მუსიკა, მიღმიერი სამყარო, ან, შესაძლოა, მხოლოდ სამყაროს „მეორე“ ნახევარი, ან, უბრალოდ, კავშირი სხვა სამყაროსთან თუ სხვა ნაწილთან, სხეულებრივობისა და უსხეულობის ზღვარზე. ამ ნაწარმოებიდან ამოღებულია არასხეულებრივობა, ემპირიული ზღვა, ადამიანური მასების მეტაფორა, მაგრამ ქალურობა, როგორც ხსენებული „სხვაობის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, ამ ნაწარმოებიდან ამოშლილია.
ამ ორი ლექსისადმი მიძღვნილ ახლო კითხვის ორ ბლოკს შორის, მე-4 და მე-6 თავებში ავტორი გვთავაზობს საზღვაო მოტივების ზოგად მონახაზს გაფრინდაშვილის დანარჩენ ლექსებში (რაც არის მე-5 თავის მთავარი ამოცანა და სტატიის მთავარი აღწერილობითი ამოცანა); ადგენს ლექსების კატალოგს, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პირველ რიგში, ეს არის „მეტასემანტიკური“ კრიტერიუმი, რომელიც განასხვავებს „ჟანრებს“ საზღვაო სტიქიებისადმი კუთვნილების მიხედვით. ასკვნის რა, რომ რომ ზოგიერთი ლექსი მერყეობს „სპექტაკლსა“ და „სიმფონიას“ შორის, ზოგი კი „სიმფონიასა“ და „დრამას“ შორის, სტატიის ავტორი შესაბამისად ჰყოფს ლექსებს. შემდეგ, ამ ორი ჯგუფიდან თითოეულში ახარისხებს ლექსებს საზღვაო სახეებისა და მოტივების მეტ-ნაკლებად განსაზღვრული სემანტიკის მიხედვით, რომლებიც გვხვდება ამა თუ იმ ლექსში. ზღვის ასოციაცია ქალურობასთან და სამყაროს „სხვა ნახევართან“,
ასევე, საზღვაო „განსხეულება“ აკუსტიკურ/მუსიკალურ „სხეულში“, როგორც ჩანს, ზღვის ყველაზე ხშირი სემანტიზაციაა გაფრინდაშვილის პოეზიაში. განსაკუთრებული ყურადღებას ექცევა პოეტიმეზღვაურისა და ნავის ადამიანური სულის (ერთი მხრივ) და არგონავტების მითთან დაკავშირებული მოტივების (მეორეს მხრივ) ანტიკური ტოპოსების თანაფარდობას. ამ ინტერესის ნიადაგზე მკვლევარი გვთავაზობს გაფრინდაშვილის ერთი და იმავე სათაურის („ძიება“) მქონე სამი ლექსის წინასწარ შედარებით ანალიზს. ზღვის მოტივების შემცველი ლექსების საერთო სქემა ემსახურება დამხმარე მიზანს, თვალი გაადევნოს და აჩვენოს თავსებადობა და თანაზომიერება ისეთ განსხვავებული ლექსებისა, როგორებიცაა „სიზმარი“ და „ზღვა და ბელადი“.
მოკლე დასკვნაში ავტორი აჯამებს „(ნეო)არგონავტიკული მითის“ გაფრინდაშვილისეულ ახსნას და მკითხველს სთავზობს, განიხილოს მისი პოეზიის ირიბი კავშირი ამ მითთან, როგორც მისი ქვეყნის ზიგზაგური პერსპექტივის სიმბოლო, პოლიტიკური `ლევიათანებისგან~ და `ბეჰემოთებისგან~ დამოუკიდებლად.
სტატიაში მოცემულია გაფრინდაშვილის პოეზიის ფრაგმენტების პწკარედული თარგმანი ოცდაათზე მეტი ლექსიდან.