თეიმურაზ დოიაშვილი

თეიმურაზ დოიაშვილი არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და რედაქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2001 წლიდან დღემდე). ავტორია თორმეტი წიგნისა; გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სტატია ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის, გალაკტიონოლოგიისა და კრიტიკის პრობლემებზე.

თეიმურაზ დოიაშვილის სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფერო მოიცავს: ლიტერატურის ისტორიას, ლიტერატურის თეორიას, ქართველ მწერალთა შემოქმედების კვლევას თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით ფართო კულტურულ კონტექსტში.

მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო პრემია, მათშორის: ლიტერატურული პრემია „საგურამო“ და „გრიგოლ კიკნაძის სამეცნიერო პრემია“.

თეიმურაზ დოიაშვილი არის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის- „სჯანი“ –პირველი რედაქტორი.

litinstituti@yahoo.com