ჟურნალის შესახებ
ჟურნალი „სჯანი“ არის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც საქართველოში გამოიცემა როგორც ბეჭდური, ისე ონლაინ ფორმატით.
ჟურნალის მთავარი მიზანია თანამედროვე ლიტერატურის თეორიის ძირითადი საკითხებისა და თემების შესახებ ცნობიერების ამაღლება. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში მნიშვნელოვანი თემებისა და პრობლემების შესახებ აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას და ორიგინალური, მანამდე გამოუქვეყნებელი ნაშრომების გამოქვეყნებას.
ჟურნალის მიზანია აგრეთვე, ახალგაზრდა მკვლევრების წახალისება და მხარდაჭერა. მაღალი ხარისხის ბრმა რეცენზირების სისტემის, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიისა და აკადემიურ ბაზებში ფართო ხილვადობის საშუალებით, ჟურნალი ქმნის ხელმისაწვდომ პლატფორმას მრავალფეროვანი და მაღალი დონის აკადემიური დისკუსიისთვის.
ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ნაშრომი ფასდება ბრმა რეცენზირების პროცესით.
ინდექსირება
- 2018 წლიდან არისEBSCO-ს წევრი (https://www.ebsco.com/);
- 2017 წლიდან შეტანილიაERIH PLUS-ში (https://dbh.nsd.uib.no);
- 2015 წლიდან შესულია VABB-SHW-ში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფლამანდიური აკადემიური ბიბლიოგრაფიის მონაცემთა ბაზა) (https://www.ecoom.be);
- 2008 წლიდან არისCEEOL / Central and Eastern European Online Library-ის წევრი (http://www.ceeol.com);
2023 წლიდან ჟურნალს მინიჭებული აქვს DOI.
გამომცემლები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
- საქართველოს შედარებითი ლიტერატურის ასოციაცია (GCLA)
- თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი