ქალები სოციალიზმისთვის ბრძოლაში: ალექსანდრა კოლონტაი და ლიდია ჩუკოვსკაია, როგორც სოციალისტური რეალიზმის ალტერნატივები

Main Article Content

სომა მარიკი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ქალ ავტორთა  პოსტრევოლუციური, დისი­დენტური მხატვრული ტექსტები. სოციალისტურ რეალიზმის მეინს­ტრი­მულობის პირობებში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ქალი პრო­ტაგო­ნისტების გავრცელება მჭიდროდ იყო დაკავშირებული სტალინის კულტის პოპულარიზაციასთან: ქალები ქმნიდნენ „სიყვარულის, პატივის­ცემისა და მორჩილების“ იდეალურ დამოკიდებულებას. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, დისიდენტი  მწერალი ქალები, ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ ნორმებს. ალექსანდრა კოლონტაიმ, რა თქმა უნდა, თავისი რომანები და მოთხრობები მანამდე დაწერა, ვიდრე  სოციალისტური რეალიზმი ერთადერთ სამწერლობო   გზად განიხილებოდა. მისი კრებული „მუშა ფუტკრების სიყვარული“, განსა­კუთ­რებით კი რომანი „ვასილისა მალიგინა“, სხვა არაფერი იყო, თუ არა ტიპური სოციალისტური რეალიზმის რომანი. გენდერისა და კლასის ურთი­ერთ­კავშირის განხილვით, კლასობრივ სოლიდარობაზე და არა პარტიის სიბრ­ძნეზე ფოკუსირებით, სოციალისტური მშენებლობის პირო­ბებში  სექსუ­ალური განთავისუფლების მნიშვნელობის კვლევით, კოლონტაიმ გააკრი-ტიკა ის,  რის წარმოშობასაც  იგი ჭვრეტდა, ახალ იერარქიის პორობებში და,  ასევე, დაუპირისპირდა პატრიარქალური ნორმების ხელახალ წამოწევას, თუნდაც ისეთი რბილი ფორმით, როგორიც  ის იყო 1920-იანი წლების შუა ხანებში,  1930-იან წლებთან შედარებით.


ლიდია ჩუკოვსკაიას „სოფია პეტროვნა“ რომანის ფორმითაა დაწერილი, 1939-40 წლებში, და  აღწერილია ქალის მიერ ტერორის გამოცდილება. სოფია და ნატაშა წარმოადგენს ორ განსხვავებულ პასუხს ტერორზე.


კოლონტაი ხაზს უსვამს კორუფციის ზრდას, ბურჟუაზიული კომ­ფორტის და ბურჟუაზიული ქალურობის მაცდუნებლობას,  პროლეტარი ქალებისა და მათ კლასობრივ და გენდერულ სოლიდარობაზე ფოკუ­სი­რებისგან  განსხვავებით.  ვასილისა  მალიგინას კონტრპოზიცია ნინასთან, მისი ქმრის მეგობარ/საყვარელ  ქალთან,  წარმოადგენს  როგორც სხეულის ენის, ასევე, იდეურ-პოლიტიკური პოზიციების შედარებას. სოფიას და მთლიანად რომანის ევოლუცია ჩუკოვსკაიას ხელში ერთგვარი გამოწვევაა სოცი­ალის­ტური რეალისტური რომანის სტრუქტურის წინააღმდეგ. საბჭოთა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ეს ავტორები აფასებენ რეალობას და ეჭვქვეშ აყენებენ მწერალთა ყრილობის  მიერ შემოთავაზებულ   მტკიცე რწმენასა და მისგან მომდინარე კულტურულ პოლიტიკას.

საკვანძო სიტყვები:
სოციალიტური რეალიზმი, კლასი და გენდერი, ალექსანდრა კოლონტაი, ბოლშევიკური კრიტიკა და ფემინისტური მწერლობა
გამოქვეყნებული: Oct 18, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალისტური რეალიზმის გადააზრებისათვის