Web Novels as Vehicles of Cultural Transfer Across the Globe. Re-negotiations of Cultural Histories Between East and West
Main Article Content
Abstract
ვებ მხატვრული ლიტერატურა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ვებ რომანების გლობალური გავლენა სტაბილურად ფართოვდება. გამოქვეყნების სერიული ფორმა ყველაზე მიმზიდველია, თუმცა, ტრანსპოზიცია სხვადასხვა მედია ფორმატში ასევე ზრდის ნარატივების გავრცელებას მთელ მსოფლიოში. გასაკვირი არ არის, რომ ინტერნეტ გამოცემის ფორმა ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას, ეხმარება ნარატივების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას. ჩინური ვებ რომანების წარმოება და თარგმნა, მათი აღფრთოვანებით მიღება დასავლეთში (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი და ა.შ.) შეიძლება თანამედროვე კითხვის ტრანსნაციონალური და ტრანსკულტურული დინამიკის თვალსაჩინო მაგალითად ჩაითვალოს. მას შემდეგ, რაც ჩინურ ვებ-რომანს კითხულობს მილიონობით უცხოელი გულშემატკივარი, ძირითადად, ინგლისურ თარგმანებში, მას, ხშირად, „ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კულტურულ ექსპორტად“ მოიხსენიებენ.
რამდენად მოიცავს საერთაშორისო მკითხველების ინტერესები ჩინეთის ისტორიასა და კულტურას და რამდენად არის განსახილველი პუბლიკაციები მიმართული სოციალური ინტერაქციის ტრანსნაციონალური გლობალური კონცეფციისკენ, კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვების მიღმა? კონკრეტულად რა არის ლიტერატურული მახასიათებლები და მოთხოვნები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ გავრცელებას მთელს მსოფლიოში? ეს საკითხები დეტალურადაა განხილული, ვებ რომანის სხვადასხვა ქვეჟანრისა და მათი თარგმნისა და მიღების პროცესების დინამიკის მიხედვით.