თამარ ლომიძე

თამარ ლომიძე არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი (ნათარგმნი აქვს თვალსაჩინო თანამედროვე ამერიკელ მწერალთა ათი  რომანი),   შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი.

თამარ ლომიძის სამეცნიერო ინტერესთა ძირითადი სფერო მოიცავს: ლიტერატურის თეორიულ შესწავლას,  ზოგად და შედარებით ლიტერატურულ კვლევებს, ლიტერატურული მიმდინარეობების  (განსაკუთრებით – რუსული ფორმალური სკოლის, ასევე – სტრუქტურალიზმისა და სემიოტიკის) კონცეფციათა ანალიზს, რომანტიზმის პოეტიკისა და ლექსთმცოდნეობის აქტუალურ პრობლემებს. მას გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ის არის შედარებითი ქართული ასოციაციის (GCLA) წევრი.

თამარ ლომიძის ნაშრომებში ახლებურადაა განხილული ქართული ლიტერატურის მრავალი არსებითი პრობლემა.   2014 წელს თამარ ლომიძემ გამოაქვეყნა მონოგრაფია „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“. 2015 წელს მას ამ წიგნისთვის მიენიჭა გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია.

თამარ ლომიძე არის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის – 'სჯანი' - რედკოლეგიის წევრი.

tamar_lomidze@iliauni.edu.ge