ლევან ბრეგაძე

ლევან ბრეგაძე არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, 2010 წლიდან – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2003 წლიდან – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 2011 წლიდან – „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.

ინტერესთა სფეროები: ლიტერატურული კრიტიკა, ლიტერატურის ისტორია და თეორია, ჟურნალისტიკის ისტორია და თეორია, თარგმანის თეორია და პრაქტიკა, ლინგვისტიკა, ფოლკლორი, ესთეტიკა.

ავტორია მონოგრაფიებისა: მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (2010), ყოფითი რწმენა-წარმოდგენები (2012), მოგზაურობა „ლეკოკა ზილიუსტრეს“ ფურცლებზე (2013), პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში (2020); არის ავტორ-შემდგენელი ქართული ჟარგონის ლექსიკონისა (1999, 2005, 2013); გამოცემული აქვს ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები: მოთხრობები ლიტერატურაზე (2008, 2019), ლიტერატურული (გამო)ძიებანი (2011), ვკითხულობთ კლასიკას (2014, თ. დოიაშვილის თანაავტორობით), „თარგმანი და ორიგინალი“ (2014) და სხვ.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), საბა (2003, 2009, 2012), საგურამო (2007), გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია (2012), აკაკი წერეთლის სახელობისპრემია (2017). 2016 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით ლიტერატურის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის.

litinstituti@yahoo.com