გაგა ლომიძე
გაგა ლომიძე - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
გაგა ლომიძის სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფეროა ლიტერატურის თეორია; კულტურული კონტექსტი; სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის ანალიზი, ლიტერატურული სკოლები და ა.შ.
გაგა ლომიძე ავტორი და მთარგმნელია არაერთი ლიტერატურათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური წიგნისა და ათობით სამეცნიერო სტატისა, მათ შორის: პიტერ ბურკის რენესანსი (ლეგა, 2000), კომენტარები ზაზა ბურჭულაძის რომანზე „სახარება ვირისა“ (Logos Press, 2005), ბორის გროისის სტალინიზმის ტოტალური ხელოვნება (მწიგნობარი, 2017), 33 Tales of the Georgian Book (საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამყიდველთა ასოციაცია, 2018). ის არის ასევე რედაქტორი წიგნისა Gagarin Generation. Six Georgian Poets ((New Voices from Europe and Beyond) (Arc Publications, ლონდონი, 2016).