მშობლიური და მამობრივი სიყვარული თანამედროვე სლოვენიურ პოეზიაში

Main Article Content

მარსელო პოტოკო

ანოტაცია

სტატიაში განხილულია მშობლობის თემა (დედობრივი და მამობრივი სიყვარული) თანამედროვე (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ) სლოვენურ პოეზიაში. იგი ეფუძნება ჰიპოთეზას, რომ მოტივი სლოვენურ პოეზიაში ჩნდება როგორც იდილიური წარმოდგენებით, ასევე წარმოდგენებით, რომლებიც პრობლემურია მამობის ტრადიციულ სახესთან მიმართებაში. ნაშრომში გაანალიზებულია ომისშემდგომი სლოვენური პოეზიის მკვლევრის მიერ შერჩეული ავტორები (მილა კაჩიჩი, ნეჟა მაურერი, უროშ ზუპანი, პრიმოჟ ჩუჩნიკი და მაია ვიდმარი). ავტორი ყურადღებას ამახვილებს მშობლისგან ბავშვი განცალკევების თემაზე და ცდილობს განსაზღვროს, შედის თუ არა ეს თემა ტრადიციულ ჰარმონიულ მსოფლაღქმაში, როგორც მეტაფიზიკური აუცილებლობა, თუ გარკვეულ ტექსტებში არსებობს დაძაბულობა განცალკევების აუცილებლობის მიღებასა და უარყოფას შორის.


პოეტური ტექსტების ყურადღები წაკითხვა ცხადყოფს, რომ იდილიური წარმოდგენები მშობლობის შესახებ, რომელიც იქმნება სამყაროს ჰარმონიული სურათიდან და მასში ბავშვისა და მშობლის როლიდან, შეინიშნება იმ ვტორებთან, რომელთა პოეზია უფრო პირადული, კონფესიური; განსაკუთრებით, ინტიმიზმის ავტორებსა და მათ მიმდევრებში, ასევე, ეგრეთწოდებულ ნეოინტიმისტებში.


მსგავსი იდეალისტური სახეები, პირიქით, არ გვხვდება მათ პოეზიაში, ვინც მოდერნისტებს მიეკუთვნებიან. ასეთ პოეზიაში მამობა
მეტწილად გარდაიქმნება ან ფორმალურ ექსპერიმენტად (ჩუჩნიკი) ან ეგზისტენციალურ იდეად (ვიდმარი).

საკვანძო სიტყვები:
სლოვენური პოეზია, დედობრივი სიყვარული, მამობრივი სიყვარული, ნეოინტიმისტები
გამოქვეყნებული: May 29, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ლექსმცოდნეობა