წერა პანდემიის დროში

Main Article Content

ადა მენდელსონ-მაოზი
დანა ფრეიბახ-ჰაიფე

ანოტაცია

ერთი შეხედვით, დღემდე შეუძლებელია კოვიდ 19-ის ლიტერატურული გამოვლინებების შესახებ სათანადო კვლევების შემოთავაზება,
რადგან ეპიდემია სრულად არც კი დამთავრებულა. მას ჯერ კიდევ არ გააჩნია ისტორიული პერსპექტივა; დაწერა და, მით უფრო, გამოქვეყნება, მის შესახებ, დროს მოითხოვს.
თუმცა, უკვე არსებობს პირველი ტექსტები კოვიდ 19-ზე. სტატიაში გაანალიზებულია დანი ფრეიბახ-ჰაიფეცის წიგნი „საგანთა უდაბნოში“ (რიცხვები, მეორე კანონი), რომელიც ებრაულად, ივრითზე დაიწერა, პანდემიის პირველი ორი თვის განმავლობაში. (2-3/2020).
წიგნი შედგება სხვადასხვა ჟანრის 113 ფრაგმენტისაგან, რომლებიც მარაოსავით გადაგვიშლიან ხმებს, სახეებსა და ცხოვრებისეულ შეგრძნებებს ეპიდემიის პირობებში – საყოფაცხოვრებო წვრილმანებით დაწყებული (მაგალითად, საკვებთან დამოკიდებულება), უფრო კულტურული და ფილოსოფიური პლასტების ჩათვლით (როგორიცაა, მაგალითად, გარე და შინაგანი სამყაროს კონცეფციები), ერთმანეთთანაა შერწყმული რეალური და ფანტაზიის სამყარო. ეს მიკროისტორიები ქმნის ახალი რეალობის შთაბეჭდილებების გამომხატველ კოლაჟს. წიგნი ორ ვერსიად გამოიცა: ერთი მხოლოდ ტექსტია, მეორეს კი ახლავს მხატვარ იორამ კუპერმინცის 36 ფერადი ფოტო, რომლებიც ტექსტთან სრულყოფილ დიალოგში იმყოფება.


სტატიაში გამოკვლეულია ამ წიგნის სტილისტიკურ მახასიათებლების, როგორიცაა ფრაგმენტების ფორმები, ჟანრების მრავალფეროვნება, ტექსტისა და ვიზუალური სახეების შეხამება და სხვ. კავშირები მისი, როგორც ეპიდემიის ეპიცენტრში შექმნილი პროდუქტის ხასიათთან; ნაჩვენებია ის თემატურ საშუალებები, რომელთა გამოყენება შეუძლია ლიტერატურულ ტექსტს ეპიდემიის დროს, რათა წინ აღუდგეს მსგავსი ექსტრემალური გამოცდილების ტრამვებს: მითები; ყოველდღიური ცხოვრების ცინცხალი გამოცდილება; იუმორი და ფანტაზია; ასევე, კრიტიკულად არის გაანალიზებული ამ ტიპის ტექსტის არს-პოეტიკა.


 სტატია იშვიათი ერთობლივი ნამუშევარია მწერლისა და ავტორის, რომელიც, ერთსა და იმავ დროს, არის ფილოსოფოსიც და ლიტერატურის მკვლევარიც. ერთად ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ ლიტერატურის ახალი პერსპექტივები კოვიდ-19-ის პირობებში კერძოდ და ცხოვრება ეპიდემიის პირობებში ზოგადად, ასევე, ის უნიკალური ატრიბუტები, მას რომ მოაქვს.

საკვანძო სიტყვები:
ეპიდემია, ფრაგმენტები, ჟანრები, ტრამვა
გამოქვეყნებული: May 29, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ლიტერატურის თეორიის პრობლემები