სამეცნიერო ჟურნალი „სჯანი“
სტატიების წარმოდგენის წესი და ციტირების სტილი

კომპარატივისტული  ლიტერატურის  ქართული ასოციაცია  (GCLA)-ს  ჟურნალ „სჯანში“ იბეჭდება ნაშრომები, რომლებიც მოიცავს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისათვის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, მნიშვნელოვან გამოკვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს. ჟურნალი „სჯანი“ არის საქართველოში გამომა­ ვალი ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში.

2011 წლიდან ჟურნალი განთავსებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ­გვერდზე (http:// www.ceel.com). 2017 წლიდან ჟურნალი „სჯანი“ მიღებულია ERIH PLUS-ისა და  EBSCO-ის საერთაშორისო ბაზებში. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია; სტატიები იბეჭდება სამ (ქართული, ინგლისური, რუსული) ენაზე; მათი დასაბეჭდად შერჩევა ხდება ანონიმური რეფერირების წესით.

  1. ნაშრომი  წარმოდგენილი უნდა  იყოს ელექტრონული ვერსიით (ელ­ფოსტით)  და თან ახლდეს:

თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება ავტორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო კოორდინატები;

  ანოტაცია ქართულ და  ინგლისურ  ენებზე (სტატიის მოცულობის მიხედვით, მინიმუმ 800 და მაქსიმუმ 1500 სიტყვა), საკვანძო სიტყვებითურთ (3­5 სიტყვა).

  • დამოწმებანი სტატიას უნდა ერთვოდეს ბოლოში. ქართული და რუსული დამოწმებანი წარმოდგენილ უნდა  იქნას  როგორც ტრანსლიტირებული ფორმით, ისე – ორიგინალის ენაზე. ქართული დასახელებების ტრანსლიტირება უნდა განხორციელდეს რომანიზაციის ქართული ეროვნული სისტემის მოდელზე (იხ.  www.google.com – ამ დასათაურებით).

(იხ. ცხრილი, დანართი 2).

  • ნაშრომი მოცულობით უნდა იყოს კომპიუტერზე ნაბეჭდი არა უმეტეს თხუთმეტი და არანაკლებ ხუთი გვერდისა.
  • ნაშრომი დაბეჭდილი და გაფორმებული უნდა იყოს A 4 ფორმატის თეთრ ქაღალდზე შემდეგნაირად:

ა) ნაშრომის სათაური (იწერება შუაში);

ბ) ნაშრომის ტექსტი;

გ) დამოწმებანი  ორიგინალის ენაზე და  ტრანსლიტირებული (იხ.  დანართი 2. დამოწმებული ლიტერატურის ნუსხა);

დ) ანოტაცია;

ე) ოთხივე მხრივ დატოვებული მინდორი 25 მმ;

ვ) ნაბეჭდი ტექსტის შრიფტი – Lit.Nusx 11, ინტერვალი – 1;

მე­5 პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების მოთხოვნები  არ ეხება რუბრიკებს „მემორია“ და „ახალი წიგნები“.

  • ჟურნალში მიღებულია ლიტერატურის ინსტიტუტის სტილი (ლისტ), რომელიც კორექტირებულია   „ტომფსონის“ კატალოგის  სტანდარტის  მოთხოვნილების შესაბამისად:

ა)  მოტანილი ციტატა ძირითადი ტექსტისგან  გამოიყოფა ბრჭყალებით („  “). ციტირების დასასრულს, მრგვალ ფრჩხილებში, დაისმის ინდექსი, რომელშიც აღნიშნულია ციტირებული ტექსტის ავტორის გვარი ორიგინალის ენაზე, ტექსტის გამოქვეყნების წელი, შემდეგ – ორწერტილი და გვერდი.

მაგალითად: (აბაშიძე 1970: 25), (Балашова 1982: 27), (Pound 1935 67).

(იხ. წარმოდგენილი ნიმუში, დანართი 1).

ბ) სალექსო სტროფის (და არა  სტრიქონის) ციტირების შემთხვევაში, მოტანილი ციტატა გამოიყოფა ტექსტისაგან და ციტატის ფონტის (შრიფტის) ზომა მცირდება ერთი ზომით (მაგ.: თუ  ტექსტის ფონტის ზომაა Lit.Nusx 11, მაშინ ციტატის ზომა იქნება Lit.Nusx 10).

  • დამოწმებანი  (დამოწმებული ლიტერატურის ნუსხა) უნდა  დალაგდეს ინდექსის მიხედვით, ანბანური რიგით და დაიბეჭდოს  გარკვეული წესით (დაწვრილებით იხ. ცხრილი, დანართი 2).

ა) სტატიის ავტორის ვრცელი განმარტებანი ინომრება  და ინაცვლებს ტექსტის ბოლოს ანოტაციის წინ;

ბ) სტატიის ავტორის მცირე შენიშვნები დაინომრება და ჩაიტანება გვერდის ბოლოს, სქოლიოში.

  • ავტორი პასუხისმგებელია დასაბეჭდად წარმოდგენილი ნაშრომის  ლიტერატურულ სტილსა და მართლწერაზე.
  • შემოსული სტატია სარეცენზიოდ გადაეცემა ანონიმურ ექსპერტებს.
  • შემოსული  მასალების განხილვის შემდეგ, დამატებითი მითითებებისათვის, რედაქცია დაუკავშირდება დასაბეჭდად შერჩეულ ნაშრომთა ავტორებს.
  • ავტორს, განსაზღვრული ვადით (არა  უმეტეს  სამი დღისა), კორექტურისათვის ეძლევა უკვე დაკაბადონებული ნაშრომი. თუ დადგენილ ვადაში სტატია არ იქნება დაბრუნებული, რედაქცია უფლებას იტოვებს შეაჩეროს იგი ან დაბეჭდოს ავტორის ვიზის გარეშე.

ციტირების, მითითებისა და ბიბლიოგრაფიის ფორმის ნიმუში

დანართი 1

ნიმუში:

ჟენეტის ამოცანაა პრუსტის მხატვრული მანერის თავისებურებათა გამოკვლევა და იმის დასაბუთება, რომ „ და მეტონიმია  შეუთავსებელი ანტაგონისტები როდი არიან. ისინი განამტკიცებენ  და მსჭვალავენ ურთიერთს, მეორე მათგანის ჯეროვანი შეფასება სულაც არ ნიშნავს მეტონიმიათა ერთგვარი  ნუსხის (რომელიც კონკურენციას გაუწევს მეტაფორათა ნუსხას) შედგენას, არამედ – იმის გამოვლენას,  თუ  როგორ მონაწილეობენ და ფუნქციონირებენ ანალოგიის მიმართებათა ფარგლებში „თანაარსებობის“ მიმართებები.  ამგვარად, უნდა გამოაშკარავდეს მეტონიმიის როლი მეტაფორაში“ (Gennet 1998: 37). რატომ შეარჩია ჟენეტმა ანალიზის საგნად სწორედ პრუსტის შემოქმედება? იმიტომ, აღნიშნავს მეცნიერი, რომ  თვით პრუსტის  ესთეტიკურ თეორიაში, ისევე,  როგორც პრაქტიკაში, მეტაფორულ (ანალოგიაზე დამყარებულ)  მიმართებებს ძალზე არსებითი როლი განეკუთვნება, იმდენად არსებითი, რომ მათი  მნიშვნელობა და როლი, სხვა სემანტიკურ მიმართებებთან შედარებით, ძალზე გაზვიადებულია.

დანართი 2

ცხრილი:

მონაცემის ტიპი დამოწმებული ლიტერატურის ნუსხის (დამოწმებანი) ფორმა ინდექსის მიხედვით Bibliography Form  
წიგნი, ერთი ავტორი     Book, one authors     ერთი თავი წიგნიდან ან ესე კრებულიდან       Chapter in a book or an essay from a collection   Abashidze, K’it’a. Et’iudebi XIX-s-is Kartuli Li’terat’uris Shesakheb. Tbilisi: gamomtsemloba merani, 1970 (აბაშიძე, Kკიტა. ეტიუდები XIX .-ის ქართული ლიტერატურის შესახებ. თბილისი: გამომცემლობა `მერანი~, 1970).   Weiss, Daniel A. Oedipus in Nottingham: D.H. Lawrence. Seattle: University of Washington Press, 1962.   Tsipuria, Bela. „P’ost’modernizmi“. Lit’erat’uris T’eoria. XX Sauk’unis Metodologiuri K’ontseptsiebi da Mimdinareobebi. Tbilisi: lit’erat’uris inst’it’ut’is gamomtsemloba, 2005 (წიფურია, ბელა. პოსტმოდერნიზმი. ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2005   Johnston, Martin. „Games With Infinity. The Fictions of Jorge Luis Borges“. Cunning Exiles – Studies of Modern Prose Writers. Eds. Don Anderson and Stephen Knight. Sydney: 1974.  
წიგნი, ორი, ან მეტი ავტორი           Book, two or more authors K’ek’elidze, K’orneli da Aleksandre Baramidze. Dzveli Kartuli Lit’erat’uris Ist’oria. Tbilisi: gamomtsemloba metsniereba“, 1975 (კეკელიძე, კორნელი, და ალექსანდრე ბარამიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. თბილისი: გამომცემლობა `მეცნიერება~, 1975). Natadze, K’, et al.Kartul-Rusuli Lit’erat’uruli Urtiertobebis Ist’oriidan. Kutaisi: „gantiadi, 1994 ნათაძე კ … ქართულრუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან. ქუთაისი: გამომცემლობა `განთიადი~, 1994).   Houghton, Walter E., and G. Robert Strange. Victorian Poetry and Poetics. Cambridge: Harvard University Press, 1959.    
სტატია სამეცნიერო ჟურნალიდან       Article in a scholarly journal   სტატია გაზეთიდან ან ჟურნალიდან     Article in a magazine or newspaper published monthly K’avtiashvili, Venera. „Ilia Ch’avch’avadzis da Hainrikh Haines Shemokmedebis T’ip’ologiisatvis“. Lit’erat’uruli Dziebani. XXXI (2010): 163-174 174  (კავთიაშვილი, ვენერა.  „ილია ჭავჭავაძის  და  ჰაინრიხ ჰაინეს  შემოქმედების ტიპოლოგიისათვის“. ლიტერატურული ძიებანი. XXXI (2010): 163­174)   Campbell, Jean. „Poetic Genealogy, Mythmaking and the Origins of Urban Nobility: Giovanni Boccaccio and Ambrogio Lorenzetti ”. Heliotropia 7, 1-2 (2010): 51-63.   K’ik’nadze, Valeri.„Mikheil Javakhishvili Akhali Teat’risatvis Brdzolashi“. Kartuli Universit’et’i 18-24 mart’i, 2010:5 (კიკნაძე, ვალერი. `მიხეილ ჯავახიშვილი ახალი თეატრისათვის ბრძოლაში~. ქართული უნივერსიტეტი, 18-24 მარტი, 2010: 5).   Morozova, Tatijana. Skelety iz Sosednego Pod’ezda: Pochemu Ljudmila Petrushevskaja tak ne Ljubit Svoikh Geroev. Literaturnaja Gazeta. 9 centjabrja 1998: 10 (Морозова, Татяна. „Скелеты из соседнего подъезда: Почему Людмила Петрушевская так не любит своих героев“. Литературная газета. 9 сентября 1998: 10).  
წიგნი, ავტორის გარეშე     Book, no author given   Sabibliotek’o Sakmis Organizatsia da Martva..Batumi: gamomtsemloba ach’ara, 1989 (საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაცია და მართვა. ბათუმი: გამომცემლობა „აჭარა“, 1989).   New Life Options: The Working Women’s Resource Book. New York: McGraw-Hill, 1976.  
დაწესებულება, ასოციაცია და მისთანანი, ავტორის პოზიციით     Institution, association, or the like, as “author” Sakartvelos Sap’at’riarko. Ts’igni Shekmnisa. Tbilisi: 2006 (საქართველოს საპატრიარქო. წიგნი შექმნისა. თბილისი: 2006.           American Library Association. ALA Handbook of Organization and 1995/1996 Membership Directory. Chicago: American Library Association, 1995.  
რედაქტორი, ან კომპილატორი, ავტორის პოზიციით   Editor or compiler as “author” Duduchava, Marina. Ed. Lit’erat’uris Teoriis Mtsire Leksik’oni. Tbilisi: gamomtsemloba “nakaduli”, 1975 1975 (დუდუჩავა, მარინა. რედაქტორი. ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“, 1975).     Henderson, John. Ed. The World’s Religions. London: Inter-Varsity Fellowship, 1950.    
ელექტრონული დოკუმენტი ინტერნეტიდან   Electronic document From Internet     Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn. Cambridge, MA: MIT Press, 1995. 29 September 1995. Web. 17 May 2011. http://www-mitpress. mit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/ index.html; Internet.   Nevskaja, Dar’ja. „Problema Dialogichnosti „Sozdajushego“ i „Sozdannogo“ Tekstov (Graf Amori „Final. Okonchanie Proizvedenija “Yama” A. I. Kuprina)“. Literature, Folklore, Arts. Vol. 705. (2006): n.pag. Web. 15 May, 2011 (Невская, Дарья. „Проблема диалогичности «создающего» и «созданного» текстов (Граф Амори «Финал. Окончание произведения «Яма» А. И. Куприна»)“. Literature, Folklore, Arts. Vol. 705. (2006): n.pag. Web. 15 May, 2011).    
ენციკლოპედია, ლექსიკონი     Encyclopedia, Dictionary „Ideologia“. Kartuli Sabch’ota Entsik’lop’edia. Abashidze, Irakli. ed.Tbilisi: 1964 (იდეოლოგია“. ქართული   საბჭოთა  ენციკლოპედია. აბაშიძე, ირაკლი. რედ. თბილისი: 1964).   Webster’s New Collegiate Dictionary. Springfield: MA: G. & C. Merriam, 1961.  
ინტერვიუ (გამოუქვეყნებელი) საავტორო ხელნაწერი   Interview (unpublished) by writer of paper   Morganisi, Nensi D. Int’erviu Avt’ortan. 16 ivlisi 1996. Pol Riviera, Masachuset’si, Chanatseri (მორგანისი, ნენსი  დ.  ინტერვიუ ავტორთან,  16  ივლისი 1996,  ფოლ რივიერა, მასაჩუსეტსი, ჩანაწერი)     Morganis, Nancy D. Interview by Author. 16 July 1996, Fall River, MA. Tape recording.
კონფერენციის მასალები   Conference Proceedings Choloq’ashvili, Rusudan. „Gamotsemebi K’omunist’uri Rezhimis Shesakheb Sakartveloshi“. T’ot’alit’arizmi da Lit’erat’uruli Disk’ursi. Meotse Sau’kunis Gamotsdileba.Tbilisi 7-9 okt’omberi, 2009. Tbilisi: lit’erat’uris inst’it’ut’is gamomtsemloba, 2010 (ჩოლოყაშვილი, რუსუდან. „გადმოცემები ტოტალიტარული კომუ­ ნისტური რეჯიმის  შესახებ საქართველოში“. ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მეოცე საუკუნის გამოცდილება. თბილისი, 7­9 Oოტომბერი, 2009. ირმა  რატიანი. რედ.  თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010).    
თეზისები, ან სადისერტაციო ნაშრომის დასკვნები (დებულებები)   Thesis or dissertation Ts’ikarishvili, Lela. Mikheil Javakhishvilis Shemokmedebis Sakhismet’q’ve­lebiti Asp’ek’tebi. PhD. Diss.TSU, 2004 (წიქარიშვილი, ლელა. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების სახისმეტყველებითი ასპექტები. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. თსუ, 2004).     Bishop, Karen Lynn. Documenting Institutional Identity: Strategic Writing in the IUPUI Comprehensive Campaign. PhD. Diss. Purdue University, 2002.  

*ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე ნაშრომი (ცალკე ან თანაავტორობით) ან ერთი და იგივე ნაშრომი (გაგრძელებებით) რამდენიმე ნომერში მიეთითება ანბანური რიგით. მაგალითად: (აბაშიძე 1987ა: 21), (აბაშიძე 1987ბ: 87).