მაკა ელბაქიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესთა სფერო: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა. ავტორი 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიისა: „ვეფხისტყაოსნის პოეტიკის ზოგიერთი საკითხი შუასაუკუნეების ფრანგულ რაინდულ რომანთან ტიპოლოგიურ მიმართებაში“ (თბილისი: „უნივერსალი“, 2005) და „ვეფხისტყაოსანი შუასაუკუნეების ლიტერატურის კონტექსტში“ (LAMBERT Academic Publishing, 2018). კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) წევრი; სამეცნიერო ჟურნალ „ლიტერატურული ძიებანის“ რედაქტორი; ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.