ა. ს. პუშკინის 1829 წლის კავკასიური მოგზაურობის პერიოდის ტექსტებისა და „ბრინჯაოს მხედრის“ შედარებითი ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს პუშკინის 1829 წლის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე კავკასიაში მოგზაურობისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებისა და მისი ეპიკური პოემის – „ბრინჯაოს მხედრის“ შედარებით ანალიზს. ამ დროს იგი შეხვდა გადასახლებაში მყოფ დეკაბრისტებს და მოგვიანებით შექმნა ნაწარმოებები, რომლებიც შთაგონებულია მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებით, რომელთა საფუძველზე, პოეტმა დაწერა „კავკასიის სერიის“ სახელით ცნობილი მთელი რიგი ლირიკული ლექსებისა და პოეტური ფრაგმენტებისა, რომლებიც ასახავს რეგიონის პეიზაჟებს 1830 წლის, ბოლდინოს პირველი შემოდგომის პეიოდში. 1835 წელს კი პუშკინმა გამოაქვეყნა მოგზაურობის დღიური, სახელწოდებით „მოგზაურობა არზრუმში 1829 წლის კამპანიის დროს“. ამ მოგზაურობის დღიურის შესწავლა გადამწყვეტია „სე- რიის“ განვითარების გასაგებად, რადგან ის გვაწვდის აუცილებელ ფონურ ინფორმაციას.
„სერიის“ ლექსები მოიცავს მოტივებსა და ეპიზოდებს „ბიბლიის დაბადების წიგნიდან“, ასევე მოტივებსა და სტრუქტურულ ელემენტებს „ღვთაებ- რივი კომედიიდან“. „სერია“ არა მხოლოდ შეიცავს დეკაბრისტების ლექსებზე მინიშნებებს, არამედ დერჟავინის „ჩანჩქერის“ გამოძახილსაც. ბიბლიიდან და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან აღებული ეს ინტერტექსტუალური ელემენტები პარალელურია პოეტის მიერ ოთხი წლის შემდეგ დასრულებული პოემის, „ბრინჯაოს მხედრის“ პოეტურ სამყაროში არსებულ ელემენტებთან, მოტივებთან და სტრუქტურასთან. ზემოხსენებული ნაწარმოებებისა და „ბრინჯაოს მხედრის“ შედარებითი ანალიზი ავლენს, რომ პუშკინის 1829 წელს კავკასიაში მოგზაურობა მისი მომავალი შედევრის შექმნისთვის გადამწყვეტ მოსამზადებელ ფაზას წარმოადგენდა.
წინამდებარე წერილის ავტორი მიმართავს შედარებით ანალიზს, რომელიც რამდენიმე ძირითად ასპექტზეა ფოკუსირებული. პირველ რიგში, განიხილავს პოემას „კავკასია“, რომელშიც პანორამული მთის ლანდშაფტი მოგვაგონებს „ღვთაებრივ კომედიაში“ ასახულ კოსმიურ ერთიანობას. როგორც დანტეს კლასიკაში, „არწივისა“ და „მხეცის“ სიმბოლური გამოჩენები წარმოადგენს სამოთხისა და ჯოჯოხეთის იერარქიულ სფეროებს. გარდა ამისა, ნაჩვენებია რომ პოემაში „მონასტერი ყაზბეგზე“ მოხსენიებულია წარღვნისა და ნოეს კიდობნის ისტორია. მთის წვერზე მდებარე მონასტერსა და ბნელ, ვიწრო, ციხის მსგავს ხეობებს შორის ვერტიკალური კონტრასტი გამოიყენება ზეციური და ჯოჯოხეთური სფეროების იერარქიის მისანიშნებად. ასეთი იერარქია ასევე აშკარაა პოეტურ ფრაგმენტებში „აჰა, ბნელი კლდეების ხეობა“ და „საშინელი და დამღლელია“. და ბოლოს, მკვლევრის მტკიცებით, პოემის
„ზვავის“ შექმნისას, პუშკინი განზრახ იყენებს აკუსტიკურ ეფექტებს რადგან, შთაგონებულია დერჟავინის „ჩანჩქერით“. „ზვავის“ მარტივი სიუჟეტი ასევე პარალელურია „ბრინჯაოს მხედრის“ სიუჟეტთან, რომელშიც მშვიდობა და შერიგება წესრიგის დანგრევას მოჰყვება. როგორც ზემოთ აღინიშნა, პუშკინის 1829 წელს კავკასიაში მოგზაურობისა შედეგად დაბადებული მრავალი ნაწარმოებისა და „ბრინჯაოს მხედრის“ შედარებითი ანალიზი ხელს უწყობს პოეტის შედევრის რთული ინტერტექსტუალურობისა და სტრუქტურის გარკვევას.