Reception of Socialist Realism in Bangla Progressive Literature and Alternatives to It: 1930s to 1990s

Main Article Content

Kunal Chattopadhyay

Abstract

ინდოეთში „პროგრესული მწერალთა ასოციაციის“ დაარსების შემდეგ,  კომუნისტი მწერლები ცდილობდნენ გამოეყენებინათ სოციალისტური რე­ალიზმის იდეები თავიანთ ნაწერებში. სტატიაში მოკლედ არის განხი­ლული სოციალისტური რეალიზმის რეცეფცია ბენგალის ლიტერატურაში. ყველა­ფერი კი დაიწყო ცნობილი დებატებით,   საროჟ დატსა და სამარ სენს შორის თემაზე – იყო პროგრესული აუცილებლად ნიშნავს თუ არა რევო­ლუცი­ონე­რობას?  დუტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ პროგრესულმა მწერ­ლებმა უნდა მიიღონ მკაფიო რევოლუციური და პროლეტარული პოზიცია,  სენი კი თვლიდა, რომ ავტორი უნდა მიჰყვეს იმ რეალობას, რომელიც მისთვის ცნო­ბილია და ფოკუსირება მოახდინოს არსებული საზოგადოებისა და კულ­ტურის დეკა­დანსის გამოაშკარავებაზე.  1940-იანი წლების ბოლოს გაიმართა დებატები როჯერ გაროდის პოზიციის გარშემო. ის,  ინდოეთის ბანგლას კო­მუნისტური პარტიის თეორიულ ჟურნალ „მარქსბადის“ სტა­ტიების სერი­ასთან ერთად, დაჟინებით მოითხოვდა სოციალისტური რეალიზმის პრინ­ციპების გამ­ოყენებას. სინამდვილეში, ტექსტების უმეტე-სობა უფრო მეტად იყო ფოკუ­სი­რებული პარტიის მიერ  „განათლებული“ საშუალო კლასის რევოლუციურ კადრებზე, ვიდრე პროლეტარულ გმირებ-ზე. პროლეტარი­ატის ხმის ძიებამ  ისეთი ავტორები, როგორებიც არიან მაჰასვეტა დევი, დე-ბეშ როი და ნაბარუნ ბჰატაჩარია, ტიპური სოციალისტური რეალიზმისგან, ენისა და ენობრივი რეგისტრებისგან სრულიად განს­ხვა­ვებულ ფორმებამდე მიიყვანა, რაც მკვეთრდ განირჩეოდა ბჰადრალოკის გასუფთავებული დის­კურსისგან, რომელშიც მრავალი წინა ავტორი იყო ჩაფლული. შესაბამისად, დამ­ტკი­ცებულია, რომ მნიშვნელოვანი სოციალის­ტური და რეალისტური მხატ­ვრული ნაწარმოების დასაწერად, კლასობრივი ფორმაცია და კლასობ­რივი ბრძოლა ქვემოდან უნდა იქნას განხილული, ქვეყნის/რეგიონის სპეცი­ფიკის გათვალისწინებით. 

Keywords:
ბანგლა, გლეხი, სუბალტერნი, ანტი-იმპერიალიზმი, კლასობრივი დამოუკიდებლობა
Published: Oct 18, 2024

Article Details

Section
Rethinking the Socialist Realism