The Epoch that Did Not Happen. The Poem of the Perished and Its Relationship to History

Main Article Content

Jūratė Landsbergytė-Becher

Abstract

რთულია, ლიტვური ლიტერტურიდან  მთლიანად  გამორიცხო სოცია­ლისტური რეალიზმი, ინტელექტუალური ღირებულებების სრული  გადატ­რიალების   გამო, რაც მოხდა 1940 წელს, სსრკ-ს მიერ ლიტვის ოკუპა­ცი­ის შედეგად, სისტემის დაშლისა და პოლიტიკური ფაქტების შენიღბვის ფონზე. მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, გერმანიის მიერ განხორ­ციელე­ბული  ახალი ოკუპაციის შედეგად, საბჭოთა ოკუპაციის ყველა საშინელებამ რე­ალური სახე გამოაჩინა, ცენზურა შესუსტდა და „ერისადმი მოწოდება“ დაიწყო... სწორედ ამ დროს ვინკას ნუკოლაისტის-პუტინასმა (1893-1967) დაწერა ლექსი, რომელიც ისტორიულ გამონაკლისს წარმოადგენდა საბჭოთა ეპოქის, რომელმაც 1944 წელს, საბჭოთა არმიის დაბრუნების შემდეგ, „ფრთები შეიკვეცა“ ოკუპაციის დამკანონებელი პროპაგანდისა და ცენ­ზურის, ლიტე­რატურაში სოციალისტური რეალიზმის დოგმების შემოტანის  წინააღმდეგ. პუტინასის ლექსს განსაკუთრებული ბედი ერგო, მან იატაკ­ქვეშეთში გა­დაინაცვალა, სადაც აქტიურად ვრცელდებოდა და ბევრის ცხოვ­რებაზე იმოქმედა საბედისწეროდ მაშინ, როდესაც თავად ავტორი იძულე­ბული გახდა, ანონიმად დარჩენილიყო, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა ლიტე­რატურაში. ლექსი  ლიტვური პარტიზანული მოძრაობიდან გავრცელდა და ამერიკის ლიტვურ პრესაში შეაღწია. ყურადღების გამახვილება ღირს სამ ფაქტორზე: ა) ლექსის  გაბედულების აქტუალობა, რომელიც მუდმივად გა­ნახლებადია თხრობის დაუსრულებლობის გამო;  ბ) ლექსისა და ავტორის წი­ნა­აღმდეგობრივი ურთიერთობა სოციალისტური რეალიზმის ეპოქაში და ამ ეპოქის განუსაზღვრელობა, რაც  შეიჭრა ცნობილი მწერლის ცხოვრებაშიც, რომელსაც ისტორიული სიმართლის ღიად გამოხატვის ეშინოდა; გ) ლექსის  „Vivos plango. Mortuos voco“ (1943), შექმნის თარიღის მნიშვნელობა, მისი სტიქიური გავრცელება, ავტორობის დამალვა და თანამედროვეობაში  მისი აქტუალობის დაბრუნების გარემოებები, რაც მის ფენომენზე მეტყველებს, ჩრდილავს საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვური ლიტერატურის კონტექსტში  დანერგილი„სოციალისტური რეალიზმის“ უშედეგობას.

Keywords:
პოეზია, პუტინასი, მოწოდება ერისადმი, Vivos plango, Mortuos voco, ოკუპაცია, ეპოქა, რეალიზმი
Published: Oct 18, 2024

Article Details

Section
Rethinking the Socialist Realism