ირაკლი კენჭოშვილი
ირაკლი კენჭოშვილი - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციისა ( GCLA) და ქართველ მწერალთა კავშირის წევრი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლიტერატურული კრიტიკა, შედარებითი ლიტერატურა, ბაროკოსა და მოდერნისტული ლიტერატურა, გლობალიზაცია და ლიტერატურა და კულტურა, თანამედროვე ლიტერატურა.
ირკლი კენჭოშვილი ავტორია წიგნებისა: „გალაკტიონ ტაბიძე და ევროპული ლიტერატურა“ (1973), „კრიტიკული გამოკვლევები“ (1999), „გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში“, 1999 წ., არის შემდგენელი და რედაქტორი გამოცემებისა: „ალექსანდრე ჭავჭავაძის“ ნაწარმოებები“ (1986); „ქართული ლირიკული პოეზიის ანთოლოგია – 1765-1825“ (2014), გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა თანარედაქტორი, ანტონი ბერჯესის, რენე უელეკის, რომან იაკობსონის, ცვეტან თოდოროვის, ანა ბალაკიანის თხზულებათა მთარგმნელი.
აღსანიშნავია მისი სტატიები: დონ კიხოტი – რენესანსის ეპოქის ჟანრების სინთეზი (2014), ეროვნული იდენტობა და კულტურათა დიალოგი (2014); ქართული მოდერნისტული პოეზიის ინტერტექსტი (2015). თბილისი (1918-1920) – მულტიკულტურული ქალაქი (2016); მისი არაერთი სტატია გამოქვეყნებულია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, 2004-2012 წლებში კი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.