ბელა წიფურია
ბელა წიფურია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ლიტერატურისმცოდნეობისა და ქართული ფილოლოგიის დარგში; სხვადასხვა დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;. მიწვეული მეცნიერი ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში (1994 წ.) და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ (2022-2023 წწ.); ბელა წიფურიას მოპოვებული აქვს მრავალი კვლევითი სტიპენდია, მათ შორის, Thesaurus Poloniae Fellowship ICC, კრაკოვი, პოლონეთი (2011). 2004–2008 წლებში ბელა წიფურია იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და კოორდინირებას უწევდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების სახელმწიფო პროგრამებს; იყო პროექტ Tuning Educational სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში/ ლიტერატურისმცოდნეობის ჯგუფის წევრი (2011-2012).
ბელა წიფურია არის ქართულ და საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში გამოქვეყნებული 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; ათეულობით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული და ჩატარებული შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზატორი; შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) წევრი, ჟურნალ 'სჯანის' რედკოლეგიის წევრი, ავანგარდისა და მოდერნიზმის ევროპული ქსელის წევრი.
ბელა წიფურია იკვლევს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭოთა კვლევები, პოსტკოლონიალიზმი.