ფარერის ლიტერატურა: სკანდინავიური, დანიური თუ ეროვნული

Main Article Content

ანდრეი კოროვინი

ანოტაცია

ფარერის კუნძულები პატარა ქვეყანაა, რომელიც ატლანტის ოკეანის შუაგულში მდებარეობს და დანიის სამეფოს ნაწილია. ფარერული ენა ისლანდიური ენის მსგავსია და სკანდინავიურ ენებს მიეკუთვნება, თუმცა, მას მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, წერილობითი ფორმა არ ჰქონია. სამაგიეროდ, ფარერის კუნძულებზე მდიდარი ფოლკლორული ტრადიციაა შემორჩენილი. ფარერული ლიტერატურის ისტორია შედარებით მოკლეა. პირველი წიგნი მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიცა. ფარერელი მწერლები, ტრადიციულად, როგორც დანიურ, ასევე ფარერულ ენებზე წერდნენ; მათი შემოქმედების მნიშვნელოვან ასპექტს ეროვნული შინაარსი წარმოადგენს. ფარერული ლიტერატურა ასახავს ფარერის კუნძულებზე ყოველდღიურ ცხოვრებას და იქ მცხოვრები ადამიანების ტიპებს. უილიამ ჰაინეზენი იყო პირველი საერთაშორისოდ ცნობილი ფარერელი ავტორი, რომელიც დანიურ ენაზე წერდა და მისი ნაწარმოებები დანიური ლიტერატურის ნაწილად ითვლება. მისგან განსხვავებით, ჰედინ ბრუ თავის რომანებსა და მოთხრობებს, რომლებიც თარგმნილია დანიურ და სხვა ევროპულ ენებზე, მხოლოდ ფარერულ ენაზე წერდა. თანამედროვე ფარერელი მწერლები ისწრაფვიან შექმნან ორიგინალური ეროვნული ლიტერატურული ფორმები, რომლებიც განსხვავდება დანიური ლიტერატურისგან. ახლა, ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია, შევიტანოთ თუ არა დანიურ ენაზე დაწერილი ნაწარმოებები ფარერული ლიტერატურის ნაწილად.

საკვანძო სიტყვები:
ფარერის ლიტერატურა, დანიური ლიტერატურა, ჰაინეზენი, ეროვნული თვითიდენტიფიცირება
გამოქვეყნებული: ოქტ 24, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ფოლკლორისტიკა და თანამედროვე კვლევები