ზოგიერთი პრობლემა სასკოლო განათლების სისტემაში და გადაჭრის პერსპექტივები

Main Article Content

Marekh Natenadze

ანოტაცია

ხარისხიანი განათლების მიღება დღეს ერთ-ერთი აქტუალური და
პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორ უნდა მოხდეს ხარისხის უზრუნველყოფა,
რა უნდა გაკეთდეს სკოლაში, რომ აბიტურიენტი მომზადებული
შეხვდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებს?
საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, რომ სწავლის
გაგრძელება შეუძლებელია დამატებითი მომზადების გარეშე. ბუნებრივად
ისმის კითხვა: დამატებითი მომზადების გარეშე, სასკოლო
განათლებით, პირს რამდენად შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების
წარმატებით ჩაბარება და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება?
ცხადია, აღნიშნული პროცესის წინაპირობას სკოლის მოსწავლეთათვის
საატესტატო _ კომპიუტერული ადაპტური ტესტირების (ჩAთ-ის,
ჩომპუტერიზედ Aდაპტივე თესტინგ) წარმატებით ჩაბარება წარმოადგენს.
მიმდინარე პროცესის ანალიზისას იკვეთება მშობლის მიერ შვილის
დამატებით კერძო მომზადება როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის,
ასევე სკოლის საატესტატო (ჩAთ-ის) გამოცდებისათვის.
აღნიშნული საკითხის შესწავლისათვის ჩავატარეთ ლოკალური
ხასიათის ემპირიული კვლევა _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხისა
და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების
სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების
და დირექტორების გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად გამოიკვეთა, რომ, თუ მეთერთმეტე-
მეთორმეტე კლასებში სასკოლო საგნებში დამატებითი მომზადება
საატესტატო გამოცდებისათვის მზადებით არის განპირობებული,
საბაზო და საშუალო საფეხურებზე სასკოლო საგნებში დამატებითი
მომზადება ზოგადი განათლების ჯერ კიდევ დაბალი ხარისხით არის
გამოწვეული.
გამოკითხულ მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც არ ემზადება და
სწავლის გაგრძელებას აპირებს დამატებითი მომზადების გარეშე,
მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახელებს. როგორც ჩანს,
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ფინანსურად
შეძლებულ ოჯახებს აქვთ.
მიგვაჩნია, რომ ყველა მოსწავლის თანაბარ პირობებში ყოფნისათვის,
სასურველია, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების
უზრუნველყოფა სკოლის დონეზე. ამის განხორციელების უფლება სკოლას აქვს. მას შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო
და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო
მომსახურება. ამავე დროს, სასკოლო სასწავლო გეგმის
თანახმად, სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით, მოსწავლეებს
შესთავაზოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება (ესგ, 2011-
2016, მუხლი 12; ესგ, 2017-2023, მუხლი 22).
მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო განათლების
ხარისხის ამაღლებაში (მაგალითად, მონიტორინგის პროცესში);
გასაუმჯობესებელია შეფასების სისტემა, განმავითარებელი
შეფასება, მოსწავლის პროგრესი, კომუნიკაცია მშობელსა და მასწავლებელს
შორის.
სკოლამ აღნიშნული საკითხი შეიძლება გადაწყვიტოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. ამის კარგი
პრაქტიკა არსებობს სამცხე-ჯავახეთში _ ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების საფუძველზე _ სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტსა და რეგიონის საჯარო სკოლებს შორის, რომლებიც ამ
მიმართულებით უკვე თანამშრომლობენ.

საკვანძო სიტყვები:
სასკოლო განათლება, დამატებითი მომზადება, საგანმანათლებლო მომსახურება სკოლის დონეზე
გამოქვეყნებული: Jan 9, 2017

Article Details

სექცია
განათლება