პროფესიული თვითგანვითრება, როგორც მასწავლებლის მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი

Main Article Content

Irma Kurdadze

ანოტაცია

ტრადიციულად, ნებისმიერი საზოგადოების არსებობა შესაძლებელია
მხოლოდ იმ პირობებში, თუ თავად საზოგადოების წევრები
დაიცავენ და განავითარებენ მასში არსებულ ფასეულობებს, ქცევის
ნორმებსა და ჩვევებს, გაითავისებენ ისეთი ფენომენის როლსა და
მნიშვნელობას, როგორიც არის განათლება.
მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაში არსებული პრობლემების
აღმოფხვრის პროცესში უმნიშვნელოვანესია მაღალი ხარისხის,
მოსწავლეზე ორიენტირებული ეფექტიანი სასწავლო პროცესისათვის
მიმართული მასწავლებლის მომზადება.
აუცილებელია, მასწავლებლობის მსურველებმა პროფესიული
მზაობისათვის მიიღონ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი
სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნა და შესაბამისი უნარები.
ამ პროცესში კი აუცილებელია უნივერსიტეტებს მჭიდრო კავშირი
ჰქონდეთ სკოლებთან, მასწავლებლის მომზადების პროგრამის კომპონენტი
აქტიური სასკოლო სასკოლო პრაქტიკა იყოს. ასევე შესაძლებელია,
სკოლის მასწავლებელი ამ ტიპის საქმიანობის შედეგად-სტუდენტებთან
წარმართული პრაქტიკის საფუძველზე იღებდეს კრედიტებს
პროფესიული განვითარების პროცესში. ვინაიდან მენტორ-მასწავლებლების
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს სახელმწიფო, შესაძლებელია, სტუდენტები პრაქტიკას მენტორ-მასწავლებლებთანაც გადიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში სასწავლო
კურსების შემუშავებისას (როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო
დონეებზე) აუცილებელია აქცენტები გაკეთდეს ისეთ უმნიშვნელოვანეს
საკითებზე, როგორიცაა, პედაგოგიური საქმიანობის
მოტივაცია, სასწავლო პროცესის სუბიექტების ურთიერთქმედება, სასწავლო-
პედაგოგიური თანამშრომლობა, ურთიერთობა სასწავლო პროცესში,
მასწავლებლის მიერ თვითშეფასების ობიექტური სქემა და
სხვა.

საკვანძო სიტყვები:
მასწავლებელთა მომზადება, მასწავლებლის თვითშეფასება, თვითმყოფადობის განვითარება, თეორიული საფუძვლები, სასწავლო-პედაგოგიური თანამშრომლობა, შედეგების ანალიზი
გამოქვეყნებული: Jan 9, 2017

Article Details

სექცია
განათლება