მეგრული ტოპონიმია და გარესამყარო

Main Article Content

Paata Tskhadaia

ანოტაცია

როგორც ამ სტატიის სათაური გვიჩვენებს, შევეხეთ მხოლოდ ორიოდე
საკითხს: 1. არაბულ-სპარსულ-თურქული ლექსემები სამეგრელოს
ტოპონიმიაში; 2. უცხოენოვან ტოპონიმთა ლექსიკალიზაცია და ხელახალი
ტოპონიმიზაცია მეგრულში. 1. არაბულ-სპარსული ენებიდან
ლექსიკური ნასესხობანი დაიწყო ჯერ კიდევ სალიტერატურო ქარ-
თული ენის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, ხოლო შუა საუკუნეებ-
ში ეს პროცესი უფრო აქტიური გახდა. შუა საუკუნეებშივე იწყება
უცხო სიტყვათა შემოღწევა სხვადასხვა ევროპული ენებიდან (განსაკუთრებით
რუსულიდან) XVIII-XIX საუკუნეებში. თითქმის ამავე
პერიოდში დასტურდება ლექსიკური ერთეულების შემოდინება თურქულიდან,
ჩრდილოკავკასიური ენებიდან, აფხაზურიდან, სვანურიდან,
აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენიდან და მეზობელი ქართული
დიალექტებიდან. და კიდევ ორი ინფორმაცია: 1. კოლხური ტოპონიმია
დასტურდება ანტიკურ და ბერძნულ ისტორიულ წყაროებში; 2. სამეგრელო-
სამურზაყანოს ტოპონიმიაში გამოვლინდა 180-მდე რუსული
სიტყვა (მათგან ერთი ნაწილი ქართული სალიტერატურო ენიდანაა
მეგრულში შეთვისებული, ხოლო მეორე ნაწილი _ რუსებთან და რუსეთთან
უშუალო ურთიერთობის შედეგად.
წარმოვადგენთ ნარკვევის პირველ თავში არაბულ-სპარსულ-თურქული
ენებიდან შემოსულ ლექსემებს და მათგან წარმოქმნილ ტოპონიმებს
სამეგრელო-სამურზაყანოში: ბაირაღი, ბოღაზი(//ბუღაზი),
დუქანი, ყანთარი, საყანთრო, ჩამჩირი, ხანდაკი.
მეორე თავში წარმოდგენილია უცხოენოვანი ლექსემები, რომლებიც
მეგრულში შევიდა როგორც საზოგადო სახელები, მაგრამ
შემდეგ სამეგრელოში მოგვევლინენ ტოპონიმებად. ესენია: იორდანე,
დარდანელი, პალიასტომი, კამჩატკა, ორგია, ცგნდგრი.

საკვანძო სიტყვები:
კოლხური ტოპონიმია, უცხოენოვანი ტოპონიმები, არაბულ-სპარსულ-თურქულ ლექსემები
გამოქვეყნებული: Jan 9, 2017

Article Details

სექცია
ონომასტიკა