ეთნოპოლიტიკური ურთიერთობები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები სამცხე-ჯავახეთში

Main Article Content

უჩა ბლუაშვილი

ანოტაცია

სამოქალაქო იდენტიფიკაციის დაბალი დონის გამო საქართველოში ადამიანებს ურჩევნიათ თავი აღიქვან ეთნიკური ჯგუფისა და ისტორიული სამშობლოს წარმომადგენლებად და არა ერთიანი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრებად. სამოქალაქო ინტეგრაციის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია, აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში სრულიად გულწრფელად მოგვქონდა თავი ჩვენს ქვეყანაში არაქართულენოვანი სკოლების სიუხვით და ეს ფაქტი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი არაქართულენოვანი სკოლების მეშვეობით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ემიგრანტებად ამზადებს, უსპობს მათ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი წარმატების შანსს. ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ეს ნათლად ჩანს ახალციხის რაიონის მაგალითზე, სადაც ქართული სკოლების მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა სომხური და რუსული სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეების ხარჯზე მოხდა. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ახალციხეში სრულიად უმტკივნეულოდ და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს. ამ ქალაქის შერეული ქართულ-სომხური მოსახლეობის თანამშრომლობა მრავალი ათეული წლის მანძილზე ჰარმონიულად ვითარდება და ინტერნაციონალური თანაცხოვრების ჭეშმარიტ მაგალითს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:
ეთნოპოლიტიკა, ინტეგრაცია, სამცხე-ჯავახეთი, პოსტსაბჭოთა პერიოდი
გამოქვეყნებული: Oct 9, 2016

Article Details

სექცია
პოლიტოლოგია