სიტყვა-სიმბოლოები ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია სიტყვა-სიმბოლოების სემანტიკა ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში.
სიმბოლო ლიტერატურაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უხსოვარი დროიდან დამკვიდრდა. სიმბოლო არის ნიშანი, რომელიც პირობითად აღნიშნავს მოვლენის არსს, მის იდეას და აქვს გად-ატანითი მნიშვნელობა. გადატანა ხდება როგორც საგნობრივ, ასევე ენობრივ დონეზე. საგანი-სიმბოლოები "მოქმედებენ" განსაზღვრულ სიტუაციაში (თეთრი ბაირაღი გამოხატავს კაპიტულაციას; წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე – გულმოწყალებას, ჰუმანურობას, მხარდაჭერას; хлеб-соль (რუსეთში) სტუმართმოყვარეობას, გულთბილ შეხვედრას), მაშინ როდესაც ენობრივი სიმბოლოები უნივერსალურია. "სიმბოლო ხალხის კულტურის ფენომენია. მეცნიერები უწინარეს ყოვლისა ხაზს უსვამენ მის სოციალურ მნიშვნელობას, ანუ სიმბოლოს ჩართვას სოციალურ კონტექსტში _ მის ტრადიციულობას, კონვენციონ-ალურობას, გაგებას" (ივანოვი, 2002: 113).