ეთნო-ისტორიული ანომალიები ("სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ტოპონიმთა ხუთტომეულის მიხედვით")

Main Article Content

მარიამ ბალასანიანი-გოგნაძე

ანოტაცია

"სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ტოპონიმთა" ლექსიკონი ადგილობრივ სომხურ მოსახლეობაზე დაყრდნობით გვაწვდის ისტორიულ ცნობებს მათი ჩამოსახლების შესახებ. მითითებულია აგრეთვე, თუ რომელი პროვინციიდან მოვიდა სომხური მოსახლეობა თითოეულ სოფელში. უმრავლესობა ოსმალეთიდან, კერძოდ, არზრუმიდან ჩამოსახლებული სომხები არიან.
სომხურ ტოპონიმურ ლექსიკონში ზოგიერთი სოფლის მოსახლეო-ბის ეროვნული შემადგენლობა მითითებულია ძველი პერიოდის მონაცემებით, მაშინ, როდესაც სამცხე-ჯავახეთის სოფლების დიდი უმრავლესობა, კერძოდ, იმ სოფლებისა, სადაც ჩამოსახლებული სომეხი მო-სახლეობა ცხოვრობს, ეროვნული შემადგენლობა მითითებულია მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების მიხედვით. ჩამოთვლილ სოფლებში ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, რის შესახებაც სომხური ტოპონიმიის ხუთტომეულში არაფერია ნათქვამი.
ტოპონიმთა ლექსიკონში მითითებულ სოფლებში "აზერბაიჯანელი" მოსახლეობა არასოდეს არ ცხოვრობდა. ისინი გამუსლიმებული ქართველები არიან.

საკვანძო სიტყვები:
გამუსლიმებული ქართველები, ეთნოსი, იერლი
გამოქვეყნებული: Oct 9, 2016

Article Details

სექცია
ენათმეცნიერება