გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები

Main Article Content

ანოტაცია

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელ-მწიფო მუზეუმში დაცულია გიორგი ერისთავის რამდენიმე ავტოგრაფ-კრებული. ხელნაწერებმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე თვალსაზრისით: ისინი საფუძვლად დაედო გიორგი ერისთავის გამოცემებს; კრებულებში არის ლექსები, რომლებიც გამოცემებში არ გვხვდება და არც დაბეჭდილა არასოდეს; ამასთანავე, გამოცემებში დაცული ლექსების უმრავლესობის ერთადერთ დედანს სწორედ ეს ხელნაწერები წარმოადგენს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები და ცალკეული ხელნაწერები ტექსტოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წყაროა მკვლევრებისთვის.

საკვანძო სიტყვები:
გიორგი ერისთავი, ავტოგრაფ-კრებულები, ტექსტოლოგია, ჟურნალი , ლექსები, პოემა, ლიტერატურის მუზეუმი
გამოქვეყნებული: Oct 9, 2016

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა