„ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხისათვის

Main Article Content

ანოტაცია

ჩვენი მიზანია განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობების პერიოდში და შეძლებისდაგვარად გავარკვიოთ ანონიმ „ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხი. ჩვენს მიერ მოძიებული მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თ. ჟორდანიას "ქრონიკებში" დასახელებული „ხელმწიფე სპარსეთისა“ იყო ჯალაირიანთა სახელმწიფოს მემკვიდრე უფლისწული თაჰერი. თუმცა "საკმაოდ მყარი საფუძვლის" მქონე მთელი ეს მოსაზრება პირდაპირი წაყროების უქონლობის გამო ჭეშმარიტებას ვერ დაიჩემებს. საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად, აშკარად იგრძნობა ახალი საგანგებო კვლევა-ძიებისა და დამატებითი წყაროებისა და დამატებითი წყაროებისა და არგუმენტაციის მოპოვების საჭიროება.

საკვანძო სიტყვები:
ხელმწიფე სპარსეთისა, ჯალარიანთა სახელმწიფოს მემკვიდრე უფლისწული, თ. ჟორდანიას
გამოქვეყნებული: Jan 9, 2016

Article Details

სექცია
ისტორია: ფაქტი, მოვლენა, კომენტარი