შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონის ისტორიისათვის

Main Article Content

სალომე ზვიადაძე

ანოტაცია

შიომღვიმის მამათა მონასტრის ტიპიკონი XII საუკუნის დასაწყისისა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საყურადღებო დოკუმენტია. ეს არის პალესტინის საბა განწმენდილის ტიპიკონის სვიმეონწმიდური (ანტიოქია, შავი მთა) რედაქცია, რომელიც დიდმა ქართველმა მოღვაწემ არსენ იყალთოელმა თარგმნა და მისივე ინიციატივით დავით აღმაშენებელმა სახელმძღვანელოდ დააწესა მის მიერ ახლად აშენებულ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში.


შიომღვიმის ტიპიკონი მთელ საქართველოში გავრცელდა, მაგრამ მთლიანად ვერ განდევნა მანამდე არსებული გიორგი მთაწმიდლის `დიდი სÂნაქსარი” (XIV-XV საუკუნემდე კიდევ გამოიყენებოდა), რისი კვალი განსახილველ ტექსტში იძებნება.


შიომღვიმის ტიპიკონის დედანი არ შემორჩენილა. დღემდე მოღწეულია 18 ხელნაწერი - უძველესი, ე.წ. `შიომღვიმის ტიპიკონი - XII ს.-ის შუახანებისაა - და უამრავი ფრაგმენტი.

საკვანძო სიტყვები:
შიომღვიმე, ტიპიკონი, საგალობელი, კვირიაკე, მწუხრი, ცისკარი, მარხვა, ზატიკი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა