ლუციფერისა და ანგელოზის ურთიერგადაძახილი (აკ. გაწერელიას შემოქმედებითი პორტრეტისათვის)

Main Article Content

მაყვალა დავითაძე

ანოტაცია

მეოცე საუკუნის მკვლევართა შესახებ საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ აკაკი გაწერელიას მეცნიერულ და ლიტერატურულ საქმიანობას. უაღრესად რაფინირებული და ფართო განათლების მქონე მკვლევარი თავს უპირველესად მწერლად მიიჩნევდა. მეცნიერულ-კრიტიკულ ნაშრომთა გვერდით ღირებულია მისი ლიტერატურული ნაწარმოებები.


მხატრულ ნაწარმოებთა თემატიკა მრავალმხრივი და ორიგინალურია, სტილი დახვეწილი – რაფინირებული.


დღემდე ამ უთვალსაჩინოესი მკვლევრისა და მწერლის შემოქმედება, ისევე როგორც მისი მეცნიერული ნაშრომები, სათანადოდ არ არის შესწავლილი. წინამდებარე ნაშრომი ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა.


ნაშრომში განხილულია მისი ნოველებისა და მოთხრობების პრობლემატიკა.

საკვანძო სიტყვები:
აკაკი გაწერელია, მეცნიერული და ლიტერატურული საქმიანობა, ნოველები, მოთხრობები
გამოქვეყნებული: Jun 20, 2022

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა