ასპინძის მუნიციპალიტეტის გამქრალი გვარები

Main Article Content

ნათელა მელიქიძე

ანოტაცია

მაჰმადიანი მოსახლეობის 90%-ზე მეტს, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მშობლიური მხარიდან შუა აზიაში გასახლება მიუსაჯა, გამაჰმადიანებული მესხები წარმოადგენდნენ. მათ რომ ქრისტიანულ ფესვები ჰქონდათ და „თათარს“ არა ეროვნების, არამედ სარწმუნოების გამო უწოდებდნენ, დღემდე შემორჩენილი ბევრი ტრადიცია ადასტურებს. გამაჰმადიანებულთა უმრავლესობამ იცოდა თავისი ქართული გვარი, რომლებსაც საგანგებოდ ართმევდნენ და ფესვებიდან კვეთნენ.


ასპინძის მუნიციპალიტეტში აღარ გვხვდება 100-ზე მეტი გვარი, რომლებიც დეპორტირებულ მოსახლეობასთან ერთად გაქრა. ნაშრომში მიმოვიხილავთ გამქრალი გვარების ერთ ნაწილს, როგორიცაა: ბალადაშვილი, გოგდარიშვილი, გონიაშვილი, ვეფხვაძე, თუთაძე, თურმანიძე, იბოშვილი, ისპირიანი, კომურაძე, ლალიაშვილი, მამნიაშვილი, მახარაძე, მეტონიძე, მეხრიძე, მუთიაშვილი, ნადინაშვილი, რასულაშვილი, რახმიაშვილი, სარაჯიშვილი, ტოროლაშვილი, ფეზოშვილი, ღარიბაშვილი, ყულიშვილი, ხალოშვილი, ჯიკაშვილი, ჯუხარაშვილი.

საკვანძო სიტყვები:
ანთროპონიმი, გვარი, გვარსახელი, გამქრალი გვარი, პირსახელი, საკუთარი სახელი, შტოგვარი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

სექცია
ენათმეცნიერება