სოფელ თეზის მოსახლეობა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში (1804 წლის პირველი რუსული კამერალური აღწერის მიხედვით)

Main Article Content

დავით ახლოური

ანოტაცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი თეზი ისტორიული ქსნის საერისთავოს სამხრეთ დასავლეთით მდებარე სასაზღვრო ზოლის სოფელი გახლდათ, რომელიც შეჭრილი იყო ამილახვრების სამფლობელოში. აქედან გამომდინარე, 1804 წლის პირველ რუსულ კამერალურ აღწერაში იგი ქსნის საერისთავოს სოფლებთან ერთადაა აღწერილი.


ნაშრომის დასაწყისში საუბარია ქსნის ერისთავების სამხრეთით ექსპანსიაზე, საერისთავოს აღზევებაზე და ბოლოს გაუქმებაზე, ასევე მოკლედ მიმოვიხილავთ სოფელ თეზის გეოგრაფიულ გარემოს და ღირშესანიშნაობებს.


მოცემულია ჩამონათვალი იმ პირებისა, ვინც 1804 წლის აღწერის მონაცემებში გვხვდება, დაზუსტებულია ზოგიერთი შეცდომით მითითებული გვარი, ნაჩვენებია, თუ რა მიწებს ფლობდნენ იქ მოსახლენი, ვის უხდიდნენ გადასახადს და რა სახის იყო ეს გადასახადები. ცალკეა გამოყოფილი მემამულეთა ყმები და ცალკე - საეკლესიო, რომლებიც განსხვავებულ გადასახადებს იხდიდნენ.


ასევე ნაშრომში, სათანადო წყაროების დამოწმებით, საუბარია აქ მცხოვრებთა გვარების წარმომავლობაზე, დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანამედროვე ახალგორის მუნიციპალიტეტიდანაა თეზში ჩასახლებული.


ბოლოს მოცემულია ცნობები სოფლის დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
ქსნის საერისთავო, კამერალური აღწერა, მოსახლეობა, კომლი, ეკლესია, მიწის მესაკუთრე, სახაზინო გადასახადი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

სექცია
ენათმეცნიერება