თავისუფლებისა და სამშობლოსათვის მებრძოლი გმირის სახეაკ. გაწერელიას შემოქმედებაში („ამზათი“)

Main Article Content

მაყვალა დავითაძე

ანოტაცია

ქართულ ლიტერატურაში შამილის, მთის ამაყი შვილის სახე წარმოჩნდა როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა. ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძის და სხვა მწერალთა ნაწარმოებები.


მათ გვერდითაა აკ. გაწერელიას ისტორიული მოთხრობები: „იმამის ერთი დღე“, „ჩირ–იურთი “, „იმამი ლოჟაში“, „ბოსკოს შეგირდი“, „ამზათი“, რომანი-მატიანე „შამილი“.


აკ. გაწერელია ნაწარმოებში „ამზათი“ დახატულია შამილის მიერ წარმოებული უთანასწორო და თავგანწირული ბრძოლის ერთი ფურცელი. მაღალმხატვრული ოსტატობით გადმოცემულია შამილისა და სამშობლოს ერთგული ნაიბის თავგანწირული ბრძოლის ტრაგიკული ისტორია. ავტორის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის სახის ჩვენება, მეორე მხრივ, თანამედროვეთათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება, რაც თხზულების შექმნის დროისათვის მეტად აქტუალური იყო


ნაშრომში გადმოცემულია აკ. გაწერელიას მოთხრობის ,,ამზათის“ პრობლემატიკა და მხატვრული ანალიზი.

საკვანძო სიტყვები:
აკ. გაწერელია, მოთხრობები, ნოველები, ამზათი, თავისუფლებისთვის ბრძოლა
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა