კომუნიკაციების სტრატეგიები და ნარატივების სტრუქტურა მედიის ინსტრუმენტალიზაციის კონტექსტში

Main Article Content

ირმა გაბინაშვილი

ანოტაცია

ახალი მედიის კონვერგენციის პროცესში, აქტუალურია მედიის ხანგრძლივი მოქმედების გავლენის ის თეორიები, რომლებშიც ახსნილია ამ ზემოქმედებით გამოწვეული სოციალური და კულტურული ცვლილებები. ცნობილია, რომ სანამ მედია და ადამიანი ურთიერთობებში ბოლომდე გარკვევას ცდილობდნენ, ინაწილებდნენ ფუნქციებსა და როლებს, ინფორმაციულად კვებავდნენ და ასაზრდოებდნენ ერთმანეთს, თამაშში მესამე მხარე ჩაერთო– მედიისა და ადამიანის ერთგვარი ნაზავი – ე. წ. ,,ახალი მედია“, თავისი ალტერნატიული ფორმულირებით- ონლაინ-მედია. ცხადია, ახალმა, მაშასადამე ონლაინ-მედიამ კარგად მოირგო საინფორმაციო
გარემოს ბუნება - კოგნიტური, ფიზიკური და ვირტუალური განზომილებების ერთობლიობით და „მედიოკრატიის“ ხანის მილევადობის ეტაპზე, რადიკალურად შეცვალა აქცენტები, გაააქტიურა ამბის თხრობის და ნარატივების წარმოების პროცესი.


ნარატივის დომინანტური ბუნება კონცეპტუალიზაციას მოითხოვს. სოციალური კონსტრუქტივიზმის გავლენით, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებისადმი გზავნილების ასპექტების შესწავლა და შესაბამისი სტრუქტურით სტერეოტიპული წარმოდგენების ფორმირება. ნარატივებით გამოწვეული შთაგონებები კი მყარ საფუძველს ქმნიან, რათა შესწავლილი იქნას ისეთი გზები, რომლებშიც ზოგიერთი კომპონენტი უფრო ძლიერი ან ბუნებრივია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ეს პროცესი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კულტურული ზემოქმედების გავლენებით-თანამედროვე სოციუმებში ისინი ზოგჯერ უხილავია
და ხშირადაა დამოკიდებული კონტექსტებზე, რომლებიც უკავშირდება და კვეთს სხვა დისკურსებს. დღევანდელ საინფორმაციო პლატფორმებს შესწევთ ძალა მოიცვან კომუნიკაციის თითქმის ყველა სფერო „დროისგარეშე მენტალურ ლანდშაფტში“(კასტელსი,1987), სადაც სიმბოლოებისა და აზრების სისტემა, სემიოტიკური გავლენებისაგან თავის დაღწევის პროცესია, კულტურული და კომუნიკაციური მეხსიერება კი ნაციონალური შემეცნება და ცოცხალი წარსული; ინფორმაციის თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესში სხვადასხვა აქტორი გამოდის მატერიალური და სულიერი კულტურის სივრციდანაც, თუმცა, მათ შორის ნარატივების როლი უმნიშვნელოვანესია და კულტურული ზეგავლენების ფორმირების პროცესში მძლავრ ინსტრუმენტად
გვევლინება.

საკვანძო სიტყვები:
ინფორმაცია, კომუნიკაცია, მედია, ზეგავლენა, ნარატივი
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
მასობრივი კომუნიკაცია