კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი

Main Article Content

ლაშა ზარგინავა

ანოტაცია

კონფლიქტების გაშუქება, ქართულ მედიაში ის საკითხია, რომელზეც წლებია ისმის კრიტიკული მოსაზრებები და შესაბამისი რეკომენდაციებიც, ექსპერტების მხრიდან, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს არსებულირეალობა, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კუთხით პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა.


ხშირ შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართული მედია აშუქებს მოვლენით ამბებს, რომელიც არ იძლევა სრულ სურათს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით.


აუდიტორიას არ აქვს სრულფასოვანი და სიღრმისეული ინფორმაცია, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, როგორია ამ რეგიონებთან დაკავშირებით სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცეიების მიდგომები.


პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ხდება მისი, როგორც ძირითადი საგნის სწავლება. შესაბამისად, ჟურნალისტებს არ აქვთ შესაბამისი თეორიული განათლება და ეთიკური გაშუქების თვალსაზრისით.


მშვიდობის და კონფლიქტების კვლევა/სწავლებამ სისტემური სახის მიღება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მაგალითისთვის, 1957 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიქმნა ჟურნალი კონფლიქტის მოგვარების შესახებ (Journal of Conflict Resolution), სულ რაღაც ორ წელში დაფუძნდა კონფლიქტების კვლევის ცენტრი (Center for Research of Conflict). ასევე 1959 წელს შეიქმნა ოსლოს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი (Peace Research Institute Oslo) და 1964 წელს – ჟურნალი მშვიდობის კვლევების (Journal of Peace Research) შესახებ. სწორედ ამ პერიოდშივე დაიწერა სტატია მშვიდობის „პოზიტიური” და „ნეგატიური” იდეის არსებობის შესახებ იოჰან გალტუნგის მიერ და ერთ-ერთი პირველი სტატია მშვიდობის კვლევის მშვიდობის და კონფლიქტების სწავლება: საბაზისო სახელმძღვანელო აკადემიურობისა და ინტერდისციპლინურობის შესახებ ჰერმან შმიტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის და კონფლიქტების სისტემურად კვლევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გააქტიურდა, ერთ-ერთი პირველი საბაკალავრო მოდული მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების მიმართულებით ჯერ კიდევ 1948 წელს, აშშ-ში, მანჩესტერის უნივერსიტეტში შეიქმნა.


კონფლიქტების ანალიზისა და მშვიდობის კვლევების აკადემიური დისციპლინა თანდათანობით ვითარდება საქართველოში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, სწორად შეფასდეს მედიის როლი კონფლიქტების გაშუქებაში და ფეხი ავუწყოთ, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემას.


ამ პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, სწავლების მიზნობრიობა, კერძოდ, კვლევის ან სწავლების პროცესი რა მიზანს ემსახურება, რა კონკრეტული პრობლემის კრიტიკულად ანალიზსა და გადაჭრას ისახავს მიზნად. რა შედეგი შეიძლება მივიღოთ პროფესიული ზრდის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:
საინფორმაციო ომი, კონფლიქტები, საქართველო, რუსეთი, გავლენა, მედია
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles