კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ჟურნალ „სჯანი“-ს ვებგვერდზე!
ჟურნალი „სჯანი“ გახლავთ საქართველოში გამომავალი სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში.
ის დაარსდა 2000 წელს და მისი პირველი რედაქტორი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თეიმურაზ დოიაშვილი. 2007 წელს ჟურნალი ჩაიბარა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, რომელიც დღესაც ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორია.
2010 წელს ჟურნალი გაწევრიანდა რამდენიმე საერთაშორისო ბაზაში, 2017 წელს ის ჩართულ იქნა ERIH+ ბაზაში, ხოლო 2018 წლიდან — EBSCO-ს ბაზაში.
საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისით, „სჯანი“ ჰუმანიტარული პროფილის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალია, რომელიც მზადდება და იბეჭდება საქართველოში.
ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია დიდ მადლობას მოახსენებს ჟურნალის ავტორებს. სწორედ მათი სამეცნიერო სტატიების მაღალმა დონემ შესაძლებელი გახადა ჟურნალის საერთაშორისო რეიტინგის ჯერ მოპოვება, შემდეგ კი — ამაღლება.
ვიმედოვნებთ, რომ „სჯანი“ მომავალშიც ისარგებლებს ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და ავტორიტეტული უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით.
ჩვენ ველით ახალ სამეცნიერო ძიებებსა და გამოკვლევებს!
ჟურნალის რედაქტორი
ირმა რატიანი