გაგა ლომიძე არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადიდაშედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან—შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; შედარებითი ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი (2012-2020).
გაგა ლომიძის სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფეროა ლიტერატურის თეორიულ შესწავლას, შედარებითი ლიტერატურული კვლევები ფართო კულტურულ კონტექსტში, სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრებისა და მიმართულებების, ლიტერატურული სკოლებისა და ფორმირებების ანალიზი. იგი წიგნების, მათ შორის ნათარგმნი სამეცნიერო წიგნების თუ ათეულობით სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთა შორისაცაა პიტერ ბიორკის „რენესანსი“ (ლეგა, 2000), იური ლოტმანის „კულტურა და აფეთქება“ (ენა და კულტურა, 2004),კომენტარები ზაზა ბურჭულაძის რომანისთვის „სახარება ვირისა“ (ლოგოს პრესი, 2005), მერაბ მამარდაშვილის ლექციები (სტრატეგიული განვითარების ცენტრი, 2012), იური ლოტმანის „კულტურის არაპროგნოზირებადი მექანიზმები“ (მწიგნობარი, 2016), ბორის გროისის „სტალინიზმის ტოტალური ხელოვნება“ (მწიგნობარი, 2017), ვიქტორია ბონელის „ძალაუფლების იკონოგრაფია“ (მწიგნობარი, 2019), 33 Tales of Georgian Book (Georgian Publishers and Booksellers Association, 2018). ასევე, ის არისშემდგენელი კრებულის Gagarin Generation. Six Georgian Poets (New Voices from Europe and Beyond) (ArcPublications, London, 2016).